COVID-19: კონტაქტების მიდევნება

მომზადებულია ჯონს ჰოფკინსის უნივერსიტეტის მიერ

COVID-19 – ის კრიზისმა გამოიწვია კონტაქტების მიდევნების უპრეცენდენტო საჭიროება მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რაც ათასობით ადამიანისგან ამისათვის აუცილებელი ძირითადი უნარების სწრაფად შესწავლას მოითხოვს. კონტაქტების მკვლევარის პოზიციაზე მუშაობისთვის აუცილებელი მოთხოვნები განსხვავებულია ქვეყნების მიხედვით. ამ შესავალ კურსში, სტუდენტები ისწავლიან SARS-CoV-2/COVID19-ის წარმოშობის და გავრცელების შესახებ. ასევე, რატომ არის კონტაქტების მიდევნება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ასეთი ეფექტური ინსტრუმენტი; სტუდენტები ისწავლიან თუ როგორ ხდება კონტაქტების მიდევნება, მათ შორის, როგორ დავამყაროთ ურთიერთნდობა „შემთხვევებთან“, როგორ ამოვიცნოთ მათი „კონტაქტები“, ასევე, როგორ დავეხმაროთ მათ შეაჩერონ ინფექციის გავრცელება. კურსი მიმოიხილავს რამდენიმე მნიშვნელოვან ეთიკურ საკითხს კონტაქტების მიდევნების, იზოლაციისა და კარანტინის კონტექსტში. საბოლოოდ, კურსი შეეხება რამდენიმე ყველაზე გავრცელებულ წინააღმდეგობას, რომელსაც კონტაქტების მიდევნებისას შეიძლება შევეჩეხოთ და მათი გადაჭრის სტრატეგიებს.

კურსს უძღვება: ემილი გარლი, PHD, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი, ასოცირებული მეცნიერი

 

  • ავტორი: ემილი გარლი, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი

  • რეიტინგი: ★ ★ ★ ★ ★

  • ენა: ქართული

  • გამოცემის წელი: 2020

სწავლების პროგრამა

კურსის ხანგრძლივობა: 1 კვირა

COVID19-ის საფუძვლები

პირველ მოდულში განვიხილავთ COVID19-თან დაკავშირებულ  თემებსა და საკითხებს; მათ შორის – ინფორმაციას მისი წარმოშობის, კლინიკური ნიშნებისა და სიმპტომების,  რისკფაქტორების, დიაგნოსტირების, გავრცელებისა და  ინფექციური პერიოდის შესახებ.

7 ვიდეო, 2 საკითხავი მასალა, 6 სავარჯიშო ტესტი.

  1. საკითხავი მასალა:კურსის რესურსები და ტექნიკური მხარდაჭერა;
  2. საკითხავი მასალა:ტერმინები და განმარტებები;
  3. ვიდეო: SARS-CoV-2 ვირუსი;
  4. სავარჯიშო ტესტი:SARS-CoV-2-ის ვირუსი (მცდელობების რაოდენობა არ არის შეზღუდული);
  5. ვიდეო: SARS-CoV-2​-ის საბუნებისმეტყველო ისტორია;
  6. სავარჯიშო ტესტი: SARS-CoV-2​-ის საბუნებისმეტყველო ისტორია (მცდელობების რაოდენობა არ არის შეზღუდული);
  7. ვიდეო: მძიმე დაავადების განვითარების რისკფაქტორები;
  8. სავარჯიშო ტესტი:მძიმე დაავადების განვითარების რისკფაქტორები (მცდელობების რაოდენობა არ არის შეზღუდული);
  9. ვიდეო: COVID-19-ის დიაგნოსტირება;
  10. სავარჯიშო ტესტი: COVID-19-ის დიაგნოსტირება (მცდელობების რაოდენობა არ არის შეზღუდული);
  11. ვიდეო: SARS-CoV-2-ის გადაცემა;
  12. სავარჯიშო ტესტი: SARS-CoV-2-ის გადაცემა (მცდელობების რაოდენობა არ არის შეზღუდული);
  13. ვიდეო:რატომ არის გადაცემის შეჩერება ასეთი მნიშვნელოვანი;
  14. სავარჯიშო ტესტი: რატომ არის გადაცემის შეჩერება ასეთი მნიშვნელოვანი (მცდელობების რაოდენობა არ არის შეზღუდული);
  15. ვიდეო:COVID-19-ის შეჯამება.

კონტაქტების მიდევნების საფუძვლები COVID-19-ისთვის

ახლა, როდესაც თქვენ უკვე შეისწავლეთ COVID-19-ის საფუძვლები, ყურადღება მივაპყროთ რამდენიმე ინსტრუმენტს, რომლებიც გამოიყენება გავრცელების შესაკავებლად. ესენია: კონტაქტების მიდევნება, იზოლაცია და კარანტინი.  ჩვენ ასევე აგიხსნით, ინფექციისა და მისი გადაცემის შესახებ თქვენ მიერ უკვე მიღებული ცოდნის საფუძველზე, როგორ გამოიყენოთ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინსტრუმენტები.

5 ვიდეო, 4 სავარჯიშო ტესტი.

  1. ვიდეო: კონტაქტების მიდევნება COVID-19-ის პრევენციისთვის;
  2. სავარჯიშო ტესტი:კონტაქტების მიდევნება COVID-19-ის პრევენციისთვის (მცდელობების რაოდენობა არ არის შეზღუდული);
  3. ვიდეო: შემთხვევა, კონტაქტი, იზოლაცია და კარანტინი – განმარტებანი;
  4. სავარჯიშო ტესტი:შემთხვევა, კონტაქტი, იზოლაცია და კარანტინი – განმარტებანი (მცდელობების რაოდენობა არ არის შეზღუდული);
  5. ვიდეო:იზოლაციის და კარანტინის ხანგრძლივობის გამოთვლა;
  6. პროგრამული გაფართოება (არ ფასდება):COVID-19 იზოლაციისა და კარანტინის კალკულატორი;
  7. სავარჯიშო ტესტი:იზოლაციისა და კარანტინის ხანგრძლივობის გამოთვლა (მცდელობების რაოდენობა არ არის შეზღუდული);
  8. ვიდეო: მაღალი რისკის შემცველი სიტუაციების იდენტიფიცირება;
  9. სავარჯიშო ტესტი:მაღალი რისკის შემცველი სიტუაციების იდენტიფიცირება (მცდელობების რაოდენობა არ არის შეზღუდული);
  10. ვიდეო:შეჯამება.

შემთხვევების გამოკითხვა და მათი კონტაქტების მიდევნება

ამ მოდულში ჩვენ გავივლით კონტაქტების მიდევნების ძირითად საფეხურებს და მოგიყვანთ შესაბამის მაგალითებს. თქვენ ასევე იხილავთ დადასტურებულ შემთხვევებსა და კონტაქტებთან საბაზისო ინტერაქციების ნიმუშებს.

3 ვიდეო, 1 საკითხავი მასალა, 1 სავარჯიშო ტესტი

  1. ვიდეო:ძირითადი საფეხურები;
  2. საკითხავი მასალა:შემთხვევების და კონტაქტების გამოკითხვის სქემები;
  3. სავარჯიშო ტესტი:ძირითადი საფეხურები (მცდელობების რაოდენობა არ არის შეზღუდული);
  4. ვიდეო:შემთხვევასა და კონტაქტთან გამართულ მარტივ სატელეფონო საუბრებზე დაკვირვება;
  5. ვიდეო:შეჯამება.

კონტაქტების მიდევნების ეთიკა და ტექნოლოგიური ინსტრუმენტები

ამ მოდულში თქვენ შეისწავლით კონტაქტების მიდევნებასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან ეთიკურ ნორმებს, მათ შორის იმას, თუ როგორ ვინარჩუნებთ ბალანსს, ერთი მხრივ, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვასა და, მეორე მხრივ, ადამიანის პირადი ცხოვრებისა და ავტონომიურობის ხელშეუხებლობას შორის. ჩვენ განვიხილავთ რამდენიმე სპეციფიკურ მაგალითს, რათა მოგამზადოთ იმ პრობლემატური საკითხებისთვის, რომელთაც კონტაქტების მადევრები აწყდებიან მოვალეობის შესრულებისას.

6 ვიდეო, 5 სავარჯიშო ტესტი

  1. ვიდეო: კონტაქტების მიდევნება როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტრუმენტი;
  2. სავარჯიშო ტესტი:კონტაქტების მიდევნება როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტრუმენტი (მცდელობების რაოდენობა არ არის შეზღუდული);
  3. ვიდეო: პირადი ცხოვრება, კონფიდენციალურობა და ეთიკის სხვა ტერმინები – განმარტებანი;
  4. სავარჯიშო ტესტი:პირადი ცხოვრება, კონფიდენციალურობა და ეთიკის სხვა ტერმინები – განმარტებანი (მცდელობების რაოდენობა არ არის შეზღუდული);
  5. ვიდეო: პირად ცხოვრებას, ავტონომიას, კონფიდენციალურობასა და საზოგადოებრივ სიკეთეს შორის წონასწორობის შენარჩუნება;
  6. სავარჯიშო ტესტი:პირად ცხოვრებას, ავტონომიას, კონფიდენციალურობასა და საზოგადოებრივ სიკეთეს შორის წონასწორობის შენარჩუნება (მცდელობების რაოდენობა არ არის შეზღუდული);
  7. ვიდეო:ტექნოლოგიების გამოყენების მიზეზები კონტაქტების მიდევნებისას;
  8. სავარჯიშო ტესტი:ტექნოლოგიების გამოყენების მიზეზები კონტაქტების მიდევნებისას (მცდელობების რაოდენობა არ არის შეზღუდული);
  9. ვიდეო:თითოეულ ეტაპზე ტექნოლოგიის გამოყენების მაგალითები;
  10. სავარჯიშო ტესტი:თითოეულ ეტაპზე ტექნოლოგიის გამოყენების მაგალითები (მცდელობების რაოდენობა არ არის შეზღუდული);
  11. ვიდეო:შეჯამება.

ეფექტური კომუნიკაციის უნარები

ეფექტური კომუნიკაცია კონტაქტების მიდევნების საქმეში წარმატების ქვაკუთხედია. ის მოიცავს ურთიერთნდობის დამყარებას შემთხვევებსა და კონტაქტებთან, აქტიურ მოსმენას და სწორად დასმულ შეკითხვებს. ამ მოდულში თქვენ იხილავთ და გაეცნობით ინტერაქციის რამდენიმე მაგალითს, რომლებიც გაჩვენებთ, თუ როგორ უნდა მოიქცეს ან არ უნდა მოიქცეს კონტაქტების მადევარი.

11 ვიდეო, 6 სავარჯიშო ტესტი

  1. ვიდეო: ურთიერთნდობის მნიშვნელობა;
  2. სავარჯიშო ტესტი:ურთიერთნდობის მნიშვნელობა (მცდელობების რაოდენობა არ არის შეზღუდული);
  3. ვიდეო: რჩევები ეფექტური კომუნიკაციისთვის;
  4. სავარჯიშო ტესტი:რჩევები ეფექტური კომუნიკაციისთვის (მცდელობების რაოდენობა არ არის შეზღუდული);
  5. ვიდეო:შეკითხვების ტიპები და მათი გამოყენების წესები;
  6. სავარჯიშო ტესტი:შეკითხვების ტიპები და მათი გამოყენების წესები (მცდელობების რაოდენობა არ არის შეზღუდული);
  7. ვიდეო:აქტიური მოსმენა: ეხმარება ადამიანებს დარწმუნდნენ, რომ მათი ესმით;
  8. სავარჯიშო ტესტი:აქტიური მოსმენა: ეხმარება ადამიანებს დარწმუნდნენ, რომ მათი ესმით (მცდელობების რაოდენობა არ არის შეზღუდული);
  9. ვიდეო:ყველა წესისა და ტექნიკის ერთ საკომუნიკაციო ჩარჩოში თავმოყრა;
  10. სავარჯიშო ტესტი:ყველა წესისა და ტექნიკის ერთ საკომუნიკაციო ჩარჩოში თავმოყრა (მცდელობების რაოდენობა არ არის შეზღუდული);
  11. ვიდეო:გავრცელებული პრობლემები და რჩევები;
  12. სავარჯიშო ტესტი:გავრცელებული პრობლემები და რჩევები (მცდელობების რაოდენობა არ არის შეზღუდული);
  13. ვიდეო:სირთულეების გათავისება;
  14. ვიდეო:პროცესთან დაკავშირებული სირთულეების მართვა;
  15. ვიდეო: ადამიანებთან დაკავშირებული სირთულეების მართვა;
  16. ვიდეო:კონტექსტთან დაკავშირებული სირთულეების მართვა;
  17. ვიდეო:შეჯამება.

საბოლოო ტესტი (ფასდება)

2 საკითხავი მასალა

  1. საკითხავი მასალა:საბოლოო ტესტის ინსტრუქციები (გულმოდგინედ წაიკითხეთ საბოლოო ტესტის შევსებამდე);
  2. საკითხავი მასალა:COVID-19-ის დღიური შეჯამება.

ზოგადი ინფორმაცია

როგორ ჩავაბარო გამოცდა?

სერტიფიკატის მისაღებად თქვენ დაგჭირდებათ თითოეულ სავალდებულო დავალებაში გამსვლელი ქულების აღება – ეს შეიძლება იყოს ტესტი, კოლეგების მიერ შესაფასებელი ან პროგრამირების დავალებები. მომზადებაში დაგეხმარებათ ვიდეოები, საკითხავი მასალები და პრაქტიკული სავარჯიშოები.

რას აღნიშნავს დაწყების და დამთავრების თარიღები?

კურსზე ჩაწერის შემდგომ თქვენ გექნებათ წვდომა ყველა შესაბამის ვიდეოზე, საკითხავ მასალაზე, ტესტებსა და პროგრამირების დავალებებზე. თუკი გადაწყვეტთ ფასიანი კურსის შესყიდვის გარეშე მათ გაცნობას, შესაძლოა არ გქონდეთ წვდომა ზოგიერთ დავალებაზე. იმ შემთხვევაში, თუ კურსის დასრულებამდე ვერ მოასწარით შესაფასებელი დავალებების შევსება, თქვენ გექნებათ საშუალება გადასწიოთ ჩაბარების ვადები. თქვენ მიერ განვლილი საფეხურები შენარჩუნდება და საშუალება გექნებათ გააგრძელოთ იმ ნაწილიდან, სადაც გაჩერდით.

რას ნიშნავს ჩაბარების თარიღი? დავჯარიმდები თუ არა, თუკი ჩემი ნაშრომის ჩაბარების თარიღს გადავაცილებ?

კურსის განმავლობაში შეგხვდებათ რეკომენდებული ჩაბარების ვადები, რომლებიც  დაგეხმარებათ თქვენი გრაფიკის მართვაში, რათა არ დაგიგროვდეთ შესასრულებელი საკურსო ნაშრომები. ტესტებისა და პროგრამირების დავალებების დაგვიანებით ჩაბარება არ გამოიწვევს დაჯარიმებას. თუმცა, ვინაიდან თანაკურსელები ერთმანეთის მიერ შესაფასებელ დავალებებს, ჩვეულებრივ, საბოლოო ვადამდე სამი დღის განმავლობაში განიხილავენ, ამიტომ ასეთი ნაშრომების დაგვიანებით ჩაბარებამ შესაძლოა დაგაკარგინოთ ქულა.

შემიძლია თავიდან ვცადო დავალების შესრულება?

დიახ. თუ უკეთესი ქულა გსურთ, ყოველთვის შეგიძლიათ სცადოთ თავიდან. თუკი თავიდან აბარებთ თანაკურსელების მიერ შესაფასებელ დავალებას, შეეცადეთ, რაც შეიძლება სწრაფად ჩააბაროთ იგი, რათა დარწმუნებული იყოთ, რომ მათ საკმარისი დრო ექნებათ თქვენი სამუშაოს შემოწმებისთვის. ზოგ შემთხვევაში შეიძლება მოცდა დაგჭირდეთ, სანამ თავიდან მოგეცემათ პროგრამირების დავალებების ან ტესტების ჩაბარების შესაძლებლობა. ასეთ დროს გირჩევთ კურსის მასალები გაიმეოროთ.

ტერმინები და განმარტებები

აქტიური მოსმენა

ადამიანის მიერ წარმოთქმულ სიტყვებსა და არავერბალურ მინიშნებებზე (მაგ. ემოციები, ტონი) ყურადრებით დაკვირვება იმისთვის, რომ სრულად გავიაზროთ, რას გვეუბნება, რას გრძნობს, რა სჭირდება და რას ითხოვს თანამოსაუბრე.

ანტისხეულების ტესტი

დაინფიცირების შემდეგ ადამიანის ორგანიზმში, როგორც წესი, გამომუშავდება ანტისხეულები, რომლებიც ეხმარება ორგანიზმს ინფექციასთან ბრძოლაში და ხშირად – იმუნიტეტის გამომუშავებაში. ანტისხეულებს ვხვდებით სისხლსა და   სეკრეციებში, მაგალითად, ნერწყვში. ყველაზე მნიშვნელოვანი ანტისხეულები SARS-CoV-2-ის შემთხვევაში არის ე.წ. IgG ანტისხეულები, რომლებიც ადამიანის დაინფიცირების შემდეგ გამომუშავდება 10-14 დღის განმავლობაში. სისხლის (ზოგიერთ შემთხვევაში, ნერწყვის) ტესტირებით შესაძლებელია დადგინდეს, არის თუ არა ორგანიზმში ანტისხეულები. დადებითი პასუხი ანტისხეულების ტესტზე არის მტკიცებულება, რომ ადამიანი იყო დაინფიცირებული SARS-CoV-2-ით. ამჟამად ჩვენთვის არ არის ცნობილი, ასეთ შემთხვევაში გამომუშავებული აქვს თუ არა ადამიანს იმუნიტეტი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ არ ვიცით, დაცულია თუ არა ადამიანი ხელმეორედ დაინფიცირებისგან.

ასიმპტომური

ადამიანი, რომელსაც არ აღენიშნება დაავადების ნიშნები ან სიმპტომები. ასიმპტომური ინფექციის მქონე ადამიანები თავს კარგად გრძნობენ. სწორედ ამიტომ, მათ არ იციან, რომ ინფექციის მატარებლები არიან და ხშირად აგრძელებენ ჩვეულ ცხოვრებას, რის გამოც შესაძლოა მარტივად გადასდონ ვირუსი სხვებს.

ავტონომია (პატივისცემა)

პირის უფლება, თვითონვე მიიღოს გადაწყვეტილება საკუთარ თავთან დაკავშირებით, თავად გააკეთოს არჩევანი. ასევე, ცნობილია, როგორც ავტონომიური, დამოუკიდებელი ქმედების შესაძლებლობა.

შემთხვევა

ადამიანი, რომელსაც აქვს კონკრეტული დაავადება, აშლილობა ან კონდიცია. შემთხვევების გამოსავლენად შეიძლება გამოიყენებოდეს სხვადასხვა კრიტერიუმი – მაგ., ექიმის დიაგნოზი ან დიაგნოსტიკური ტესტი.

კონტაქტი

ჯანმრთელი    ადამიანი,    რომელსაც    შეხება    ჰქონდა    შემთხვევასთან    ან    მასთან ასოცირებულ გარემოსთან ისე, რომ, შეიძლება, მასაც გადასდებოდა ინფექცია.

საკონტროლო შეკითხვა

გამოიყენება იმის გადასამოწმებლად, რომ მოსმენილი ინფორმაცია სწორად გაიგეთ.

დახურული შეკითხვა

შეკითხვა, რომელიც მოპასუხეს უმცირებს შესაძლო პასუხების რაოდენობას და მხოლოდ წინასწარ   განსაზღვრულ   პასუხებს   სთავაზობს.   მაგ.   შეკითხვა,   რომელზეც   პასუხი შეიძლება იყოს მხოლოდ “კი” ან “არა”.

კონფიდენციალურობა

ვალდებულება ინფორმაციის გაუცემლობაზე; ესაა ადამიანის უფლება, არ გაამჟღავნოს ინფორმაცია სხვებთან. ზოგადად, სამედიცინო ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია კონფიდენციალურია.

მჭიდრო დასახლება

როდესაც მცირე პერიმეტრზე ბევრი ადამიანი ცხოვრობს. კორონავირუსები (CoVs)

ვირუსების დიდი ჯგუფი.

COVID-19

დაავადება „კორონავირუს 2019-ის“ შემოკლებული ვერსია.

გრძნობები

ემოციები, რომლებსაც გამოხატავენ, განიცდიან და სხვადასხვაგვარად ამჟღავნებენ.

მაღალი რისკის სუბპოპულაცია

მოსახლეობის  გარკვეული  ნაწილი, რომელსაც აქვს ისეთი საერთო მახასიათებლები, რომლებიც ზრდის დაინფიცირების ან მძიმე დაავადების განვითარების რისკს.

ინკუბაციური პერიოდი

დროის ინტერვალი ინფექციური აგენტის შემოჭრასა და შესაძლო დაავადების პირველი ნიშნის ან სიმპტომის გამოვლენას შორის. SARS-CoV-2-ისთვის ინკუბაციური პერიოდი საშუალოდ 4-5 დღეა, მაგრამ შეიძლება 14 დღემდე გაგრძელდეს.

გადამდებლობის (ინფექციური) პერიოდი

პერიოდი, რომლის განმავლობაშიც შემთხვევამ შეიძლება გადასდოს დაავადება სხვებს. ინფექციური პერიოდი იწყება სიმპტომების გამოვლენამდე 2 დღით ადრე.

იზოლაცია

მდგომარეობა, როდესაც შემთხვევა სხვებისგან განცალკევებით  ისეთ პირობებში (მაგ. ინდივიდუალური საძინებელი და სველი წერტილი) იმყოფება, რომ ინფექციური აგენტის სხვა, მოწყვლადი პირებისთვის გადაცემის პრევენცია ან შეზღუდვა ხდება.  შემთხვევები მთელი თავისი ინფექციური პერიოდის განმავლობაში უნდა იყვნენ იზოლაციაში.

სამართალი

სამართლიანად და მიუკერძოებლად მოქცევა ან ადამიანის მიმართ სამართლიანი და მიუკერძოებლი მოპყრობა (იგულისხმება, რომ ყველას თანაბრად უნდა მოეპყრან განურჩევლად რასის, ეთნიკური, სოციალური თუ ეკონომიკური წარმომავლობის, სარწმუნოების, სექსუალური ორიენტაციისა თუ სქესისა.)

მიმართულების მიმცემი შეკითხვა

ისე ფორმულირებული ან დასმული შეკითხვა, რომელსაც გაცნობიერებულად ან გაუცნობიერებლად მიჰყავს ადამიანი იმ აზრამდე ან უბიძგებს მას, რომ გარკვეული ტიპის პასუხი გასცეს.

MERS

„შუა  აღმოსავლეთის  რესპირატურული  სინდრომის“  შემოკლებული  სახელწოდება.  ეს კორონავირუსი 2012 წელს წარმოიშვა შუა აღმოსავლეთში.

მოთხოვნილებები

კარგი ცხოვრებისთვის აუცილებელი საჭიროებები.

დაკვირვებები

იმის შემჩნევა, რაც გარშემო ხდება, ყოველგვარი განსჯის გარეშე.

ღია შეკითხვა

შეკითხვის  ტიპი,  რომელიც  წინასწარ  განსაზღვრული  შესაძლო  პასუხების  ნაცვლად, საშუალებას აძლევს ადამიანებს, უპასუხონ საკუთარი სიტყვებით.

პერიფრაზი

თქვენთვის ნათქვამის საკუთარი სიტყვებით გამეორება.

PCR ტესტი

პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია, შემოკლებით PCR, გახლავთ დიაგნოსტიკური ტესტი, რომლითაც ორგანიზმში ვირუსის იდენტიფიცირება ხდება. SARS-CoV-2-ს აქვს დნმ-ისა და რნმ-ის ისეთი მიმდევრობა, რომელიც სპეციფიკური და უნიკალურია ამ ვირუსისთვის, ანუ არც ერთ სხვა ვირუსს ან ორგანიზმს არ აქვს ასეთი. SARS-CoV-2 ის PCR ტესტი ამ მიმდევრობას იკვლევს. თუ ისინი ორგანიზმში აღმოჩნდა, ტესტი დადებითია. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ეს არ არის კულტურა; ეს ტესტები, უბრალოდ, ნუკლეინის მჟავების მიმდევრობას ადგენს. SARS-CoV-2 -ის PCR ტესტები, როგორც წესი, ცხვირ-ხახის ნაცხის მასალის შესწავლით კეთდება.

პირადი ცხოვრება

„პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების ფარგლებში პირები უზრუნველყოფილი არიან ფიზიკური და მორალური ხელშეუხებლობის, სახელის, პირადი მონაცემების, საცხოვრებლის, ოჯახისა და სქესობრივი ცხოვრების საიდუმლოების, მიმოწერის და სატელეფონო საუბრის საიდუმლოების ხელშეუხებლობის უფლებებით.“ ასევე, ესაა ადამიანისთვის მინიჭებული კანონიერი უფლება, იცხოვროს მშვიდად, პირად ცხოვრებაში სხვათა ჩაურევლად და იყოს საზოგადოებრივი ყურადღების მიღმა.

გავრცობითი შეკითხვა

შეკითხვა, რომელიც მოითხოვს მეტ დეტალს ადამიანის მიერ გაცემული პასუხის შესახებ. გამოიყენება საკითხში უკეთ გასარკვევად და მეტი ინფორმაციის მისაღებად.

საზოგადოებრივი სიკეთე

საზოგადოებრივი სიკეთე არის ის, რასაც მთელი საზოგადოებისთვის მოაქვს სარგებელი.

კარანტინი

მდგომარეობა,     რომელშიც     „კონტაქტის“     აქტივობები     შეზღუდულია;     როდესაც „კონტაქტი“ იმყოფება სხვებისგან განცალკევებით დაავადების მიმართ მოწყვლადი ადამიანებისთვის ინფექციის გადადების პრევენციის მიზნით. კონტაქტები კარანტინში უნდა იყვნენ მთელი ინკუბაციური პერიოდის განმავლობაში.

ურთიერთნდობა

ადამიანებს შორის ურთიერთგაგების, ნდობის, პატივისცემისა და ჰარმონიის განცდა.

რეფლექსია

თქვენთვის გაზიარებული ემოციების სიტყვებით აღწერა.

რეპროდუქციული რიცხვი

ეს არის რაოდენობა იმ ადამიანებისა, რომელთაც ერთი დაინფიცირებული პირი დააავადებს იმ შემთხვევაში, თუ ყველა, ვისთანაც ინფიცირებულს კონტაქტი ჰქონდა, მოწყვლადია ამ დაავადების მიმართ;

თხოვნები

ის, რასაც თქვენ სთხოვთ სხვა ადამიანს ან რასაც ის ითხოვს თქვენგან.

რესპირატორული წვეთები

ეს არის რესპირატორული სეკრეციების ნაწილაკები, რომლებიც გამოიფრქვევა და, როგორც წესი, შედგება წყლისმაგვარი სითხისგან. SARS-CoV-2-ით დაინფიცირებული ადამიანის რესპირატორული წვეთები შეიცავს SARS-CoV-2-ის ვირუსს და ის გადამდებია. რესპირატორული წვეთების ნაწილაკები არ ლივლივებს ჰაერში, ისინი გრავიტაციის ძალით ცვივა მიწაზე. ადამიანისგან გამოფრქვევის შემდეგ ისინი 0,9 – 1,21 მეტრის დაშორებით დაეცემა. ტექნიკური თვალსაზრისით, ამ ნაწილაკების დიამეტრი განისაზღავრება როგორც >5 მიკრომეტრი.

SARS

„მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომის“ შემოკლებული სახელწოდება. ეს კორონავირუსი ჩინეთში, გუანგდონგში, გამოვლინდა 2002 წელს.

SARS-CoV-2

დაავადება COVID-19-ის გამომწვევი ვირუსი.

დაავადების ნიშნები

დაავადების ნიშანი გახლავთ ავადმყოფობისთვის დამახასიათებელი ობიექტური საზომი, რომლის ამოცნობაც შესაძლებელია ფიზიკური დათვალიერების დროს, მაგ. ცხელება, ოფლიანობა, ჟანგბადის ნაკლებობა, გულისცემის სიჩქარე; ასევე, კლინიკოსის (ექიმის ან ექთნის) მიერ ფიზიკური დათვალიერებისა და გამოკვლევის დროს გამოვლენილი ანომალიური ცვლილებები. ზოგიერთი ნიშანი გვამცნობს, რომ დაავადება უფრო მწვავდება ან პროგრესირებს.

დაავადების სიმპტომები

მდგომარეობა, რომელსაც განიცდის ან გრძნობს ადამიანი და, რომელიც არ არის მარტივად შესამჩნევი სხვებისთვის, როგორიცაა მაგ. სისუსტე ან კუნთების ტკივილი. სიმპტომების ობიექტურად გაზომვა   შეუძლებელია. ზოგიერთი სიმპტომი გვამცნობს, რომ დაავადება უფრო მწვავდება ან პროგრესირებს.

დუმილი

სრულიად ჩუმად ყოფნა (ან მხოლოდ ისეთი სიტყვების/ბგერების გამოცემა, როგორებიცაა: “ვაი”, „მმმ“), იმისთვის, რომ მეორე ადამიანმა დაასრულოს საუბარი ან დაალაგოს აზრები.

წამყვანი ინსტრუქტორი ემილი გარლი, PhD, MPH

ასოცირებული მეცნიერი, ეპიდემიოლოგია, ჯონს ჰოპკინსის ბლუმბერგის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლა

ემილი გარლი ჯონს ჰოპკინსის ბლუმბერგის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ეპიდემიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული მეცნიერია. ის 12 წელი მუშაობდა ICDDR-ში (დიარჰოეალური დაავადების კვლევის საერთაშორისო ცენტრი, ბანგლადეში), სადაც ხელმძღვანელობდა ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობისა და ეპიდაფეთქების კვლევის დეპარტამენტს, გახლდათ პროგრამის დირექტორი ახალი ინფექციების განხრით და საველე ეპიდემიოლოგიის სატრენინგო პროგრამის მენტორი. ის მჭიდროდ თანამშრომლობდა ამერიკის შეერთებული შტატების დაავადების პრევენციისა და კონტროლის ცენტრთან და ბაგლადეშის მთავრობასთან, რათა დაენერგა ინფექციური დაავადებების ეროვნული ზედამხედველობის პროგრამები და გამოძიებინა ეპიდაფეთქებები, ფოკუსირებული იყო უმცროსი მეცნიერების განვითარებაზე. დოქტორმა გარლიმ საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრის ხარისხი 2002 წელს ემორის უნივერსიტეტში მიიღო, ხოლო დოქტორის ხარისხი ეპიდემიოლოგიაში 2012 წელს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში. ის უძღვება მულტიდისციპლინარულ კვლევებს ახალი და ვაქცინით პრევენცირებადი დაავადებების ეპიდემიოლოგიის, ასევე, მათი გადაცემის და ტარების შესახებ, იმ ეკოლოგიური  კონტექსტის გათვალისწინებით, რომელშიც გვხვდება ადამიანებში გავრცელებული დაავადებები.

თანამონაწილეები

ტაშრიკ აჰმედი, PhD, MPH

დოქტორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი

ასოცირებული წევრი, საერთაშორისო ჯანდაცვა, ჯონს ჰოპკინსის ბლუმბერგის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლა.

ტაშრიკ აჰმედი ჯონს ჰოპკინსის ბლუმბერგის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის საერთაშორისო ჯანდაცვის დეპარტამენტის ფაკულტეტის ასოცირებული წევრია. ის ასევე გახლავთ COVID-19-ის ეპიდემიოლოგი ვაშინგტონის ჯანდაცვის დეპარტამენტში. მისი სამუშაო ფოკუსირებულია  დაბალი  და საშუალო შემოსავლის  მქონე  ქვეყნების  ჯანდაცვის  სისტემაზე, კერძოდ კი დაავადების ზედამხედველობის და ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემების ბერკეტირებას ეხება, რათა გაუმჯობესდეს ჯანდაცვის შედეგები მარგინალიზებულ საზოგადოებებში. მისი სადოქტორო ნაშრომი, რომელიც ლიბერიაში ებოლას ეპიდემიოლოგიას და თემზე ზედამხედველობის პროგრამებს ეხებოდა, მოიცავდა ორწლიან მუშაობას ლიბერიაში ქვეყნის დირექტორის რანგში, დაავადებათა კონტროლის ცენტრთან გაფორმებული თანამშრომლობის ხელშეკრულების საფუძველზე, ებოლის ეპიდემიის შემდეგ ჯანდაცვის სისტემების გაძლიერებასთან დაკავშირებით. დოქტორი აჰმედი გახლავთ ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი ეპიდემიოლოგიაში, მანამდე კი ვაშინგტონის ჯანდაცვის დეპარტამენტის სტატისტიკოსი აივ/შიდსის მიმართულებით. მას ასევე მიღებული აქვს ფართო საველე გამოცდილება ამ სფეროში ბანგლადეშსა და განაში.

წარსულში მისი საკონკულტაციო მომსახურება მოიცავდა კოლაბორაციას მსოფლიო ბანკთან ტაჯიკეთში შედეგზე-დაფუძნებული დაფინანსების შედეგების შეფასების მიმართულებით, ლიბერიაში თემის დაავადებების ზედამხედველობის პროგრამების   შეფასებას მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად, ბილ და მელინდა გეითსების ფონდისთვის პოლიომიელიტის აღმოფხვრასთან დაკავშირებით ტექნიკური მხარდაჭერის გაწევას და ანალიტიკური მხარდაჭერის პლატფორმების განვითარებას ოპიოიდური ეპიდემიის მიმართულებით ვაშინგტონში.

ბრუკ ჯარეტი, MS, MSPH

სადოქტორო კანდიდატი, ჯონს ჰოპკინსის ბლუმბერგის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლა.

ბრუკ ჯარეტი ჯონს ჰოპკინსის ბლუმბერგის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ეპიდემიოლოგიის დეპარტამენტის ინფექციური დაავადებების პროგრამის სადოქტორო კანდიდატია. მისი ნაშრომში ის იკვლევს კავშირს ტექნოლოგიას, ინფექციურ დაავადებებს, ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და ლგბტ თემს შორის. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში საზოგადოებრივი ჯანდაცვის მეცნიერების მაგისტრის ხარისხის მიღებისას, ის გახლდათ სამი აივ/ტუბერკულოზის კვლევის უფროსი მკვლევარი, რაც მოიცავდა 14 კლინიკას და 4 000 მონაწილეს სამხრეთ აფრიკაში. ბრუკს ასევე აქვს ფართო საველე გამოცდილება პერუში, ეკვადორსა და ინდოეთში. წარსული მისი სამუშაო მოიცავდა იუნისეფის იმუნიზაციის განყოფილებისთვის ტექნიკური კონსულტაციის მიწოდებას, ამერიკის წითელი ჯვრის საგანგებო სიტუაციების რეაგირების ფარგლებში მოხალისეების ტრენინგს გეო-კოლაბორაციულ ტექნოლოგიებში, სადაც ის ქოლ-ცენტრის ოპერაციების მენეჯერი გახლდათ კომპანიაში McMaster-Carr Supply და გახლავთ, ასევე, თანადამფუძნებელი არასამთავრობო ორგანიზაციისა Project Alloy, რომელიც ეხება ისტორიულად არასაკმარისად წარმოდგენილ ტექნოლოგებს. ბრუკმა მასაჩუსეთის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში მიიღო ბაკალავრის ხარისხი გარემოსდაცვით ინჟინერიაში, ასევე მაგისტრის ხარისხი გარემოსდაცვით ინჟინერიაში ჩრდილოდასავლური უნივერსიტეტიდან, და სერტიფიკატი საგანგებო სიტუაციების მენეჯმენტში ილინოისის უნივერსიტეტიდან ჩიკაგოში.

შერონ მაკდონელი, MD, MPH, BSN

მედიცინის დოქტორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი, ბაკალავრის ხარსხი მედდის განათლებით

სამედიცინო ეპიდემიოლოგიის კონსულტანტი, პრევენციული მედიცინის რეზიდენტურის პროგრამა, მეინის სამედიცინო ცენტრი; ადიუნქტ-პროფესორი, ნიუ ჰემფშირის უნივერსიტეტი;

შერონ მაკდონელი საერთაშორისო და ადგილობრივ საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამებში მუშაობს  სამედიცინო  ეპიდემიოლოგის  პოზიციაზე.  ის  მუშაობდა  აშშ-ს  დაავადებათა კონტროლის ცენტრთან და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან და სპეციალიზაცირდებოდა საზოგადოებრივი  ჯანდაცვის  ტრენინგის პროგრამის  და მასალების განვითარებაზე, დაავადების ინტეგრირებულ ზედამხედველობასა და რეაგირებაზე, და ასევე საერთაშორისო ეპიდაფეთქების კვლევაზე. დოქტორი მაკდონელი მრავალი პუბლიკაციის ავტორია ეპიდემიოლოგიის, სატრენინგო პროგრამების, ჯანდაცვის ზედამხედველობის, და გენეტიკის მიმართულებით. მან მედდის ბაკალავრის   ხარისხი   მიიღო   ფლორიდის   უნივერსიტეტში   (გეინსვილი),   მაგისტრის   ხარისხი

კალიფორნიის უნივერსიტეტში (სან დიეგო), ასევე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრის წოდება ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში. მას დაავადების კონტროლის ცენტში გავლილი აქვს ტრეინინგი დაავადებათა კონტროლის ცენტრის ეპიდემიოლოგიური დაზვერვის სამსახურში და პრევენციული მედიცინის რეზიდენტურის პროგრამაში. ამჟამად ის ასწავლის ეპიდემიოლოგიას ნიუ ჰემფშირის უნივერსიტეტში და პრევენციული მედიცინის რეზიდენტურის პროგრამის კონსულტანტია მეინის სამედიცინო ცენტრში. მან მონაწილეობა მიიღო იარმუთის თემის კორონავირუსის სამუშაო ჯგუფის დაარსებაში, იარმუთში, მეინში.

ტოლბერტ ჯ. ნიენსვა, MPH

უფროსი ასოცირებული მკვლევარი, საერთაშორისო ჯანდაცვა, ჯონს ჰოპკინსის ბლუმბერგის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლა

ტოლბერტ ნიენსვა ჯონს ჰოპკინსის ბლუმბერგის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის საერთაშორისო ჯანდაცვის დეპარტამენტის ჯანდაცვის სისტემის განყოფილების უფროსი ასოცირებული მკვლევარია. ის იყო შემთხვევების მენეჯერი ლიბერიაში ებოლას რეაგირების შემთხვევების მენეჯმენტის ცენტრში და მართავდა მსოფლიოში უდიდესი და უპრეცენდენტო ებოლას ეპიდაფეთქების საპასუხოდ შექმნილ მულტი-ნაციონალურ და მულტი-სექტორულ ჯგუფებს. კონტაქტების მიდევნება 2014-2016 წლებში ებოლას ეპიდაფეთქებაზე რეაგირების საკვანძო ნაწილი გახლდათ; მას შეუძლია დაასრულოს COVID19-ის ეპიდემია. ტოლბერტი ასევე გლობალური ჯანდაცვის უსაფრთხოების (GHS)  ინდექსის საერთაშორისო ექსპერტთა პანელის წევრია, რომელიც აფასებს ერების ზოგად ჯანმრთელობას მსოფლიოში, მრავალი ჯანმრთელობის ინდიკატორის საფუძველზე. ტოლბერტი, რომელიც მალარიის ექსპერტია, იყო ლიბერიის ეროვნული საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის პირველი გენერალური დირექტორი (2017-2019). ასევე, ლიბერიის ჯანდაცვისა და სოციალური კეთილდღეობის მინისტრის ასისტენტი; და საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანგებო სიტუაციებისა და ეპიდემიის კონტროლის მინისტრის ყოფილი მოადგილე (2015-2017);

ჯონათან ზენილმანი, MD

პროფესორი, ეპიდემიოლოგი, ჯონს ჰოპკინსის ბლუმბერგის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლა ჯონათან  ზენილმანი  ინფექციური  დაავადებების  ექიმი  და  მედიცინის  პროფესორია  ჯონს

ჰოპკინსის   ბლუმბერგის   საზოგადოებრივი   ჯანდაცვის   სკოლის   ერთობლივი   შეთანხმების საფუძველზე. 2003 წლიდან 2019 წლამდე ის გახლდათ ჯონს ჰოპკინსის ბეივიუს სამედიცინო ცენტრის ინფექციური დაავადებების ხელმძღვანელი. დოქტორი ზენილმანის საქმიანობა სექსუალური გზით გადამდები ინფექციების სფეროში საერთაშორისოდ აღიარებულია, მისი კვლევები ეხება სექსუალური გზით გადამდები დაავადებების ზედამხედველობას, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინტერვენციებს, პოლიტიკას, დიაგნოსტიკასა და კლინიკურ გამოკვლევებს. სანამ დოქტორი ზენილმანი 1989 წელს შეუერთდებოდა ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტს, ის გახლდათ სამედიცინო ეპიდემიოლოგი დაავადების კონტროლის ცენტრში და უძღვებოდა სექსუალური გზით გადამდებ დაავადებებთან დაკავშირებული ეპიდაფეთქებების კვლევას. მისი ნიუ იორკელია და ბაკალავრის ხარისხნი მიღებული აქვს კორნელის უნივერსიტეტში, მაგისტრის ხარისხი სანი დაუნსტეიტში, და გავლილი აქვს შიდა დაავადებების მკურნალობის რეზიდენტურა ქინგს ქანთრის საავადმყოფოში, ბრუკლინში

დანართი

COVID-19-ით დაავადებულთა და მათთან კონტაქტირებულთა სამედიცინო მეთვალყურეობიდან მოხსნისა და ტესტირების ჩატარების წესი

ბინაზე დატოვება/საკარანტინე სივრცეში გადაყვანა  რეკომენდებულია :

უსიმპტომო   და   მსუბუქი   სიმპტომების   მქონე   1-დან   65   წლამდე   ასაკის   COVID-19-ით

პაციენტებისთვის,   რომელთაც     არ    აქვთ    რომელიმე   თანმხლები   ქრონიკული    დაავადება

(ჰიპერტენზია, გულის კორონარული დაავადება, გულის უკმარისობა, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, ბრონქული ასთმა, შაქრიანი დიაბეტი, სიმსუქნე, ონკოლოგიური პათოლოგიები, აივ ინფექცია/შიდსი და სხვ.) ექიმის გადაწყვეტილებით.

COVID-19-ის მქონე პაციენტებისა და მათთან კონტაქტირებული პირების მეთვალყურეობაზე ყოფნის დასრულება/გაწერა და მასთან დაკავშირებული ტესტირების ჩატარება SARS-CoV-2-ის ანტიგენის გამოვლენის მიზნით ხორციელდება შემდეგი სქემის მიხედვით:

1. ბინაზე/საიზოლაციო სივრცეში (სასტუმრო) მეთვალყურეობაზე მყოფი:

ა) უსიმპტომო პაციენტი:

  • ექვემდებარება იზოლაციას დამადასტურებელი სინჯის (ზემო და/ან ქვემო სასუნთქი გზებიდან აღებული მასალა SARS-CoV-2-ის ანტიგენის გამომვლენი ტესტირების ჩატარების მიზნით) აღებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში;
  • იზოლაცია სრულდება SARS-CoV-2-ის ანტიგენის გამომვლენი ტესტირების გარეშე;
  • პაციენტს ენიჭება გამოჯანმრთელებულის სტატუსი.

ბ) მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტი:

  • ექვემდებარება იზოლაციას დამადასტურებელი სინჯის (ზემო და/ან ქვემო სასუნთქი გზებიდან აღებული მასალა SARS-CoV-2-ის ანტიგენის გამომვლენი ტესტირების ჩატარების მიზნით) აღებიდან მინიმუმ 10 კალენდარული დღის განმავლობაში;
  • იზოლაცია   სრულდება   მინიმუმ   10   კალენდარული   დღისა   და   სიმპტომების ალაგებიდან დამატებით 3 უსიმპტომო დღის გასვლის შემდეგ, SARS-CoV-2-ის ანტიგენის გამომვლენი ტესტირების გარეშე;
  • პაციენტს ენიჭება გამოჯანმრთელებულის სტატუსი.

2. საავადმყოფოში მოთავსებული:

ა) უსიმპტომო პაციენტი:

  • ექვემდებარება  საავადმყოფოდან  გაწერას  დამადასტურებელი  სინჯის  (ზემო  და/ან ქვემო სასუნთქი გზებიდან აღებული მასალა SARS-CoV-2-ის ანტიგენის გამომვლენი ტესტირების ჩატარების მიზნით) აღებიდან 10 კალენდარული დღის შემდეგ, SARS- CoV-2-ის ანტიგენის გამომვლენი ტესტირების გარეშე;  ან,
  • საიზოლაციო   სივრცეში   (კოვიდ-სასტუმროში,   ან   ბინაზე)   გადაყვანას   ნებისმიერ ვადაზე (აღნიშნული 10 დღიდან). ამ შემთხვევაში იზოლაციის ვადა აგრძელებს უკვე დაწყებულს, SARS-CoV-2-ის ანტიგენის გამომვლენი ტესტირების გარეშე;
  • საიზოლაციო სივრცეში (კოვიდ-სასტუმროში ან ბინაზე) გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღება ორი ექიმის (მკურნალი და განყოფილების გამგე) გადაწყვეტილებით, რომელთაც შესაძლებლობის შემთხვევაში დაემატება სამინისტროს მიერ მივლენილი მობილური ჯგუფის ექსპერტი.

ბ) სიმპტომების მქონე პაციენტი:

  • ექვემდებარება  საავადმყოფოდან  გაწერას  დამადასტურებელი  სინჯის  (ზემო  და/ან ქვემო სასუნთქი გზებიდან აღებული მასალა SARS-CoV-2-ის ანტიგენის გამომვლენი ტესტირების  ჩატარების მიზნით)  აღებიდან  მინიმუმ  10  კალენდარული  დღისა  და სიმპტომების ალაგებიდან დამატებით 3 უსიმპტომო დღის გასვლის შემდეგ, SARS- CoV-2-ის ანტიგენის გამომვლენი ტესტირების გარეშე;
  • საიზოლაციო სივრცეში გადაყვანას ნებისმიერ ვადაზე (აღნიშნული დღეებიდან). ამ შემთხვევაში იზოლაციის ვადა აგრძელებს უკვე დაწყებულს, SARS-CoV-2-ის ანტიგენის გამომვლენი ტესტირების გარეშე;
  • საიზოლაციო სივრცეში (კოვიდ-სასტუმროში ან ბინაზე) გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღება ორი ექიმის (მკურნალი და განყოფილების გამგე) გადაწყვეტილებით, რომელთაც შესაძლებლობის შემთხვევაში დაემატება სამინისტროს მიერ მივლენილი მობილური ჯგუფის ექსპერტი.

3. კონტაქტირებული პირები:

  • ექვემდებარებიან  იზოლაციას  დაავადებულთან  კონტაქტის  შეწყვეტიდან  12  დღის მანძილზე;
  • იზოლაციის მე-12 კალენდარულ დღეს ან ნებისმიერ ეტაპზე მათ უტარდებათ SARS- CoV-2-ის ანტიგენის გამომვლენი ტესტირება, მხოლოდ COVID-19-ის სიმპტომების გამოვლენისას.

შენიშვნა:  SARS-CoV-2-ის ანტიგენის  გამომვლენი  ტესტირება  – პჯრ დიაგნოსტიკა,  ან სწრაფი ტესტირება ანტიგენზე (აღიარებული ეროვნული მარეგულირებლის ან FDA მიერ, ან განსაზღვრული ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კოვიდ-19 სადიაგნოსტიკო საშუალებების ნუსხის ფარგლებში).