COVID-19: კონტაქტების მიდევნება

მომზადებულია ჯონს ჰოფკინსის უნივერსიტეტის მიერ

COVID-19 – ის კრიზისმა გამოიწვია კონტაქტების მიდევნების უპრეცენდენტო საჭიროება მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რაც ათასობით ადამიანისგან ამისათვის აუცილებელი ძირითადი უნარების სწრაფად შესწავლას მოითხოვს. კონტაქტების მკვლევარის პოზიციაზე მუშაობისთვის აუცილებელი მოთხოვნები განსხვავებულია ქვეყნების მიხედვით. ამ შესავალ კურსში, სტუდენტები ისწავლიან SARS-CoV-2/COVID19-ის წარმოშობის და გავრცელების შესახებ. ასევე, რატომ არის კონტაქტების მიდევნება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ასეთი ეფექტური ინსტრუმენტი; სტუდენტები ისწავლიან თუ როგორ ხდება კონტაქტების მიდევნება, მათ შორის, როგორ დავამყაროთ ურთიერთნდობა „შემთხვევებთან“, როგორ ამოვიცნოთ მათი „კონტაქტები“, ასევე, როგორ დავეხმაროთ მათ შეაჩერონ ინფექციის გავრცელება. კურსი მიმოიხილავს რამდენიმე მნიშვნელოვან ეთიკურ საკითხს კონტაქტების მიდევნების, იზოლაციისა და კარანტინის კონტექსტში. საბოლოოდ, კურსი შეეხება რამდენიმე ყველაზე გავრცელებულ წინააღმდეგობას, რომელსაც კონტაქტების მიდევნებისას შეიძლება შევეჩეხოთ და მათი გადაჭრის სტრატეგიებს.

კურსს უძღვება: ემილი გარლი, PHD, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი, ასოცირებული მეცნიერი

  • ავტორი: ემილი გარლი, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი

  • რეიტინგი: ★ ★ ★ ★ ★

  • ენა: ქართული

  • გამოცემის წელი: 2020

სწავლების პროგრამა

კურსის ხანგრძლივობა: 1 კვირა

მოდული 1: COVID19-ის საფუძვლები

პირველ მოდულში განვიხილავთ COVID19-თან დაკავშირებულ  თემებსა და საკითხებს; მათ შორის – ინფორმაციას მისი წარმოშობის, კლინიკური ნიშნებისა და სიმპტომების,  რისკფაქტორების, დიაგნოსტირების, გავრცელებისა და  ინფექციური პერიოდის შესახებ.

1სალექციო ვიდეო, 1 სავარჯიშო ტესტი.

ვიდეო 1 (ქვეთავები):

  1. SARS-CoV-2 ვირუსი;
  2. SARS-CoV-2​-ის საბუნებისმეტყველო ისტორია;
  1. მძიმე დაავადების განვითარების რისკფაქტორები;
  2. COVID-19-ის დიაგნოსტირება;
  3. SARS-CoV-2-ის გადაცემა;
  4. COVID-19-ის შეჯამება.

სავარჯიშო ტესტი (მცდელობების რაოდენობა არ არის შეზღუდული):

  • SARS-CoV-2-ის ვირუსი
  • SARS-CoV-2​-ის საბუნებისმეტყველო ისტორია
  • მძიმე დაავადების განვითარების რისკფაქტორები
  • COVID-19-ის დიაგნოსტირება
  • SARS-CoV-2-ის გადაცემა
  • რატომ არის გადაცემის შეჩერება ასეთი მნიშვნელოვანი

მოდული 2: კონტაქტების მიდევნების საფუძვლები COVID-19-ისთვის

ახლა, როდესაც თქვენ უკვე შეისწავლეთ COVID-19-ის საფუძვლები, ყურადღება მივაპყროთ რამდენიმე ინსტრუმენტს, რომლებიც გამოიყენება გავრცელების შესაკავებლად. ესენია: კონტაქტების მიდევნება, იზოლაცია და კარანტინი.  ჩვენ ასევე აგიხსნით, ინფექციისა და მისი გადაცემის შესახებ თქვენ მიერ უკვე მიღებული ცოდნის საფუძველზე, როგორ გამოიყენოთ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინსტრუმენტები.

1სალექციო ვიდეო, 1 სავარჯიშო ტესტი.

ვიდეო 1 (ქვეთავები):

  1.  კონტაქტების მიდევნება COVID-19-ის პრევენციისთვის;
  2. შემთხვევა, კონტაქტი, იზოლაცია და კარანტინი – განმარტებანი;
  3. იზოლაციის და კარანტინის ხანგრძლივობის გამოთვლა;
  4.  მაღალი რისკის შემცველი სიტუაციების იდენტიფიცირება;
  5. შეჯამება.

სავარჯიშო ტესტი (მცდელობების რაოდენობა არ არის შეზღუდული):

  • კონტაქტების მიდევნება COVID-19-ის პრევენციისთვის
  • შემთხვევა, კონტაქტი, იზოლაცია და კარანტინი – განმარტებანი
  • იზოლაციისა და კარანტინის ხანგრძლივობის გამოთვლა
  • მაღალი რისკის შემცველი სიტუაციების იდენტიფიცირება

 

მოდული 3: შემთხვევების გამოკითხვა და მათი კონტაქტების მიდევნება

ამ მოდულში ჩვენ გავივლით კონტაქტების მიდევნების ძირითად საფეხურებს და მოგიყვანთ შესაბამის მაგალითებს. თქვენ ასევე იხილავთ დადასტურებულ შემთხვევებსა და კონტაქტებთან საბაზისო ინტერაქციების ნიმუშებს.

1 ვიდეო, 1 საკითხავი მასალა, 1 სავარჯიშო ტესტი

  • საკითხავი: შემთხვევების და კონტაქტების გამოკითხვის სქემები;
  • ვიდეო 1 (ქვეთავები):
    1. ძირითადი საფეხურები;
    2. შემთხვევასა და კონტაქტთან გამართულ მარტივ სატელეფონო საუბრებზე დაკვირვება;
    3. შეჯამება.
  • სავარჯიშო ტესტი: ძირითადი საფეხურები

მოდული 4: კონტაქტების მიდევნების ეთიკა და ტექნოლოგიური ინსტრუმენტები

ამ მოდულში თქვენ შეისწავლით კონტაქტების მიდევნებასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან ეთიკურ ნორმებს, მათ შორის იმას, თუ როგორ ვინარჩუნებთ ბალანსს, ერთი მხრივ, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვასა და, მეორე მხრივ, ადამიანის პირადი ცხოვრებისა და ავტონომიურობის ხელშეუხებლობას შორის. ჩვენ განვიხილავთ რამდენიმე სპეციფიკურ მაგალითს, რათა მოგამზადოთ იმ პრობლემატური საკითხებისთვის, რომელთაც კონტაქტების მადევრები აწყდებიან მოვალეობის შესრულებისას.

1 სალექციო ვიდეო, სავარჯიშო ტესტი

ვიდეო 1 (ქვეთავები):

  1. კონტაქტების მიდევნება როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტრუმენტი;
  2. პირადი ცხოვრება, კონფიდენციალურობა და ეთიკის სხვა ტერმინები – განმარტებანი;
  3. პირად ცხოვრებას, ავტონომიას, კონფიდენციალურობასა და საზოგადოებრივ სიკეთეს შორის წონასწორობის შენარჩუნება;
  4. ტექნოლოგიების გამოყენების მიზეზები კონტაქტების მიდევნებისას;
  5. თითოეულ ეტაპზე ტექნოლოგიის გამოყენების მაგალითები;
  6. შეჯამება.

სავარჯიშო ტესტი (მცდელობების რაოდენობა არ არის შეზღუდული):

  • კონტაქტების მიდევნება როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტრუმენტი
  • პირადი ცხოვრება, კონფიდენციალურობა და ეთიკის სხვა ტერმინები – განმარტებანი
  • პირად ცხოვრებას, ავტონომიას, კონფიდენციალურობასა და საზოგადოებრივ სიკეთეს შორის წონასწორობის შენარჩუნება
  • ტექნოლოგიების გამოყენების მიზეზები კონტაქტების მიდევნებისას
  • თითოეულ ეტაპზე ტექნოლოგიის გამოყენების მაგალითები.

მოდული 5: ეფექტური კომუნიკაციის უნარები

ეფექტური კომუნიკაცია კონტაქტების მიდევნების საქმეში წარმატების ქვაკუთხედია. ის მოიცავს ურთიერთნდობის დამყარებას შემთხვევებსა და კონტაქტებთან, აქტიურ მოსმენას და სწორად დასმულ შეკითხვებს. ამ მოდულში თქვენ იხილავთ და გაეცნობით ინტერაქციის რამდენიმე მაგალითს, რომლებიც გაჩვენებთ, თუ როგორ უნდა მოიქცეს ან არ უნდა მოიქცეს კონტაქტების მადევარი.

1 ვიდეო, 1 სავარჯიშო ტესტი

ვიდეო 1 (ქვეთავები):

  1. ურთიერთნდობის მნიშვნელობა;
  2. რჩევები ეფექტური კომუნიკაციისთვის;
  3. შეკითხვების ტიპები და მათი გამოყენების წესები;
  4. აქტიური მოსმენა: ეხმარება ადამიანებს დარწმუნდნენ, რომ მათი ესმით;
  5. ყველა წესისა და ტექნიკის ერთ საკომუნიკაციო ჩარჩოში თავმოყრა;
  6. გავრცელებული პრობლემები და რჩევები;
  7. სირთულეების გათავისება;
  8. პროცესთან დაკავშირებული სირთულეების მართვა;
  9. ადამიანებთან დაკავშირებული სირთულეების მართვა;
  10. კონტექსტთან დაკავშირებული სირთულეების მართვა;
  11. შეჯამება.

სავარჯიშო ტესტი (მცდელობების რაოდენობა არ არის შეზღუდული):

  • ურთიერთნდობის მნიშვნელობა
  • რჩევები ეფექტური კომუნიკაციისთვის
  • შეკითხვების ტიპები და მათი გამოყენების წესები
  • აქტიური მოსმენა: ეხმარება ადამიანებს დარწმუნდნენ, რომ მათი ესმით
  • ყველა წესისა და ტექნიკის ერთ საკომუნიკაციო ჩარჩოში თავმოყრა
  • გავრცელებული პრობლემები და რჩევები.

მოდული 6: საფინალო ტესტი (ფასდება)

ინსტრუქციები – საბოლოო ტესტი გაძლევთ შესაძლებლობას, აჩვენოთ წინა მოდულებში შესწავლილი მასალების  ცოდნა. გთხოვთ, ტესტზე პასუხების გაცემის მცდელობამდე გულმოდგინედ წაიკითხოთ ინსტრუქციები:

  • საბოლოო შეფასება 40 კითხვისგან შედგება;
  • ტესტის წარმატებით გასავლელად საჭიროა 85%-ის ან მეტის მიღება;
  • თქვენ საშუალება გაქვთ საბოლოო ტესტის შევსება სცადოთ 2-ჯერ სამი დღის განმავლობაში.  თუკი ეს ორივე მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდება, მოგიწევთ 3 დღე დალოდება შემდეგ მცდელობამდე;
  • ყველა შეკითხვას რამდენიმე სავარაუდო პასუხი აქვს;
  • ზოგიერთ შეკითხვას ერთი სწორი პასუხი აქვს, ზოგს კი – ერთზე მეტი;
  • ერთზე მეტი სწორი პასუხის მქონე შეკითხვებს ახლავს მითითება: „აირჩიეთ ყველა შესაბამისი“. ასეთ შეკითხვებზე  სწორი პასუხების ნაწილობრივად გაცემის შემთხვევაში მოგენიჭებათ არასრული ქულა.

ქულები და კურსის წარმატებით გავლის სერტიფიკატი:

  • თქვენ მიიღებთ კურსის წარმატებით გავლის სერტიფიკატს იმ შემთხვევაში, თუ საბოლოო და ხუთივე მოდულის ტესტებში გამსვლელ ქულებს აიღებთ.

კურსი