Project Description

მოკლე აღწერა:

„შემთხვევების“ გამოკითხვისა და მათი „კონტაქტების“ მიდევნების განხორციელებისთვის საჭირო ეტაპებ: ამ ლექციის დასასრულს თქვენ გეცოდინებათ ის ძირითადი საფეხურები, რომლებიც „შემთხვევის“ გამოკითხვის და მათი „კონტაქტების“ მიდევნებისთვის დაგჭირდებათ. შეძლებთ მოიყვანოთ მაგალითები შეკითხვებისა, რომლებიც შეიძლება დაუსვათ „შემთხვევებსა“ და „კონტაქტებს“ თითოეულ საფეხურზე. ასევე, აღწეროთ როგორი ტიპის სოციალური მხარდაჭერა შეიძლება დასჭირდეთ მათ იმისთვის, რომ თვითიზოლაცია და კარანტინი გაიარონ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რთულია, როდესაც ადამიანებს თვითიზოლაციასა და კარანტინში ყოფნის ვთხოვთ. მათ შეიძლება დამატებითი მხარდაჭერა დასჭრიდეთ. საბოლოოდ კი, ჩვენ წარმოგიდგენთ „შემთხვევის“ გამოკითხვის და „კონტაქტების“ მიდევნების მარტივ მაგალითს, სატელეფონო ზარს, რომელშიც მოისმენთ, თუ როგორ ხორციელდება ეს პრაქტიკაში. ახლა, მოდით, ძირითად საფეხურებს გადავავლოთ თვალი – დავასახელოთ ისინი, გავიაზროთ, თუ რას მოიცავს თითოეული და როგორია მათი თანმიმდევრობა.  სლაიდზე ხედავთ „შემთხვევის“ გამოკითხვისა და „კონტაქტების“ მიდევნების ეტაპებს. გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ ეს რეალური სიტუაციის მარტივი ვერსიაა, მაგრამ, ვიმედოვნებ, ის მოგცემთ გარკვეულ წარმოდგენას და დაგაფიქრებთ ყველა იმ საკითხზე, რომლებთანაც შეხება გექნებათ „შემთხვევების“ გამოკითხვისა და „კონტაქტების“ მიდევნებისას.

  • ავტორი: ემილი გარლი, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი

  • რეიტინგი: ★ ★ ★ ★ ★

  • ენა: ქართული

  • გამოცემის წელი: 2020

მოდული 3

შემთხვევების გამოკითხვა და მათი კონტაქტების მიდევნება: საფეხურები

ვიდეო 1 – ძირითადი საფეხურები

ემილი გარლი:  გამარჯობა,  მე  გახლავართ  ემილი  გარლი,  გადამდები  დაავადებების ეპიდემიოლოგი. ვმუშაობ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ბლუმბერგის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლაში. ახლა მსურს „შემთხვევების“ გამოკითხვისა და მათი „კონტაქტების“ მიდევნების განხორციელებისთვის საჭირო ეტაპებზე გესაუბროთ. ამ ლექციის  დასასრულს  თქვენ გეცოდინებათ ის ძირითადი საფეხურები, რომლებიც

„შემთხვევის“  გამოკითხვის  და  მათი  „კონტაქტების“  მიდევნებისთვის  დაგჭირდებათ.

შეძლებთ   მოიყვანოთ   მაგალითები   შეკითხვებისა,   რომლებიც   შეიძლება   დაუსვათ

„შემთხვევებსა“ და „კონტაქტებს“ თითოეულ საფეხურზე. ასევე, აღწეროთ როგორი ტიპის სოციალური მხარდაჭერა შეიძლება დასჭირდეთ მათ იმისთვის, რომ თვითიზოლაცია და კარანტინი გაიარონ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რთულია, როდესაც ადამიანებს თვითიზოლაციასა და კარანტინში ყოფნის ვთხოვთ. მათ შეიძლება დამატებითი     მხარდაჭერა     დასჭრიდეთ.     საბოლოოდ     კი,     ჩვენ     წარმოგიდგენთ

„შემთხვევის“    გამოკითხვის    და    „კონტაქტების“    მიდევნების    მარტივ    მაგალითს,

სატელეფონო ზარს, რომელშიც მოისმენთ, თუ როგორ ხორციელდება ეს პრაქტიკაში. ახლა, მოდით, ძირითად საფეხურებს გადავავლოთ თვალი – დავასახელოთ ისინი, გავიაზროთ, თუ რას მოიცავს თითოეული და როგორია მათი თანმიმდევრობა. სლაიდზე ხედავთ „შემთხვევის“ გამოკითხვისა და „კონტაქტების“ მიდევნების ეტაპებს. გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ ეს რეალური სიტუაციის მარტივი ვერსიაა, მაგრამ, ვიმედოვნებ,

ის მოგცემთ გარკვეულ წარმოდგენას და დაგაფიქრებთ ყველა იმ საკითხზე, რომლებთანაც შეხება გექნებათ „შემთხვევების“ გამოკითხვისა და „კონტაქტების“ მიდევნებისას. მოდით, გადავხედოთ მოცემულ ეტაპებს.

თავიდან, როდესაც „შემთხვევას“ დაუკავშირდებით, თავი წარუდგინეთ და გამოჰკითხეთ ზოგადი ინფორმაცია. ამაზე ორიოდე წუთში უფრო ვრცლად ვისაუბრებთ. შემდეგ გამოჰკითხეთ და დაადგინეთ მათი გადამდებლობის პერიოდი, რისთვისაც შეკითხვების დასმა მოგიწევთ. როდესაც გადამდებლობის პერიოდს გაარკვევთ, გადახვალთ მე-3 საფეხურზე, რომელიც იმ „კონტაქტების“ დადგენას მოიცავს, რომლებთანაც მათ გადამდებლობის პერიოდის განმავლობაში ურთიერთობა ჰქონდათ. ამის შემდეგ, გადახვალთ „შემთხვევასთან“ განხორციელებული ზარის მე-4 საფეხურზე: მიაწვდით მათ ინსტრუქციებს თვითიზოლაციის შესახებ და დაეხმარებით ამოიცნონ გამოწვევები, რომელთა წინაშეც შეიძლება აღმოჩდნენ ამ პროცესში. ასევე, გამოხატეთ მათდამი მხარდაჭერა, მიაწოდეთ მათ საჭირო ინფორმაცია დამხმარე რესურსების შესახებ, რომელიც თვითიზოლაციის განხორციელებაში დაეხმარებათ. შემდეგ მე-5 ეტაპზე გადავდივართ, რომელიც მათ კონტაქტებს ეხება. „კონტაქტების“ მიდევნების ინიცირებას  თქვენ განახორციელებთ,  რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ დაურეკავთ ან სხვა ნებისმიერი გზით დაუკავშირდებით „კონტაქტს“ და აცნობებთ მათ დაინფიცირების წყაროსთან კავშირის შესახებ, ჰკითხავთ სიმპტომების თაობაზე და მიაწოდებთ ინსტრუქციებს    კარანტინისთვის.    საბოლოოდ,    მე-6    ეტაპზე    თქვენ    რეგულარულ

შემოწმებაზე გადახვალთ, რაც ეხება „შემთხვევის“ „კონტაქტებს“ და მოიცავს მათთან უკუკავშირს მთელი საკარანტინო პერიოდის განმავლობაში. ხოლო „შემთხვევებთან“ რეგულარულ უკუკავშირს განახორციელებს ოჯახის ექიმი.

სლაიდზე ხედავთ, თუ რა თანმიმდევრობით მისდევს ეს საფეხურები ერთმანეთს. პირველიდან მეოთხის ჩათვლით ეხება „შემთხვევასთან“ დარეკვას და მათთან გასაუბრებას, საწყის ეტაპზე წარუდგინეთ თავი, გაარკვიეთ მათი გადამდებლობის პერიოდი, ამოიცანით მათი კონტაქტები და მიაწოდეთ ინსტრუქცია თვითიზოლაციის შესახებ. პირველი ზარის შემდეგ, როდესაც ყველა ეტაპი გავლილია, გადადით მეხუთეზე, რომელიც უკვე კონტაქტებთან დაკავშირებას გულისხმობს და შეიძლება მრავალ ზარს მოიცავდეს, რადგან თქვენ თითოეულ მათ კონტაქტს უნდა დაუკავშირდეთ. ამ ზარების დროს გამოჰკითხეთ მათ სიმპტომების შესახებ და მიაწოდეთ ინსტრუქცია კარანტინთან დაკავშირებით. საბოლოოდ, მე-6 საფეხურიც გრძელვადიანი ეტაპია. ის განმეორებით ზარებს და მუდმივ უკუკავშირს გულისხმობს. თქვენ მუდმივად უნდა უკავშირდებოდეთ

„კონტაქტებს“, გამოკითხოთ სიმპტომების შესახებ და გაარკვიოთ, თუ როგორ მიდის

მათი კარანტინი. ხოლო „შემთხვევებთან“ დაკავშირებით, იგივეს ახორციელებს ოჯახის ექიმი. შეგიძლიათ ამ სლაიდს დაუბრუნდეთ ხოლმე, რათა გადახედოთ, თუ როგორ უკავშირდება თითოეული საფეხური ერთმანეთს. ახლა, როდესაც ყველა ნაბიჯი განვმარტეთ, მოდით, ვისაუბროთ იმაზე, თუ რა ხდება თითოეულის დროს, ასევე, იმ შეკითხვებზე, რომლებიც შეგიძლიათ დაუსვათ მოსაუბრეებს. დაუკვირდით, სლაიდზე დახრილი შრიფტით მოცემული ფრაზები გახლავთ ის შეკითხვები, რომლებიც თითოეულ ეტაპზე შეიძლება დაგჭირდეთ ან რაღაც მათი მსგავსი. ეს, უბრალოდ, საუბრის წარმართვის შესახებ ზოგად წარმოდგენას შეგიქმნით.

პირველ რიგში, მოსაუბრეს გააცანით თქვენი ორგანიზაცია. შეგიძლიათ ასე დაიწყოთ:

„გამარჯობა, მე ვარ თამარი საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურიდან .“ შემდეგ მათი ვინაობა და საცხოვრებელი ადგილი უნდა დაადგინოთ. თქვენ მათთან პირად ინფორმაციაზე მოგიწევთ საუბარი, ამიტომ უნდა დარწმუნდეთ, რომ ნამდვილად იმ ადამიანს ესაუბრებით, ვინც გჭირდებათ. როდესაც ეკითხებით, “სოფოს ვესაუბრები?“, და მისგან დასტურს იღებთ, შემდეგ უთხარით: „სასიამოვნოა თქვენი გაცნობა. თქვენთან სენსიტიური ინფორმაცია უნდა განვიხილო. საუბრის გაგრძელებამდე, გთხოვთ, მითხრათ თქვენი დაბადების თარიღი და მისამართი“. ინფორმაციას თუ დაგიდასტურებენ, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ იმ ადამიანს ელაპარაკებით, რომელთანაც  რეკავდით  და  განაგრძეთ.  ამ  ეტაპზე  თქვენ  უნდა განიხილოთ  ტესტის დადებითი პასუხი, რადგან თქვენ სწორედ ამიტომ ურეკავთ მათ. შეგიძლიათ უთხრათ: “კორონავირუსის ტესტის თაობაზე გირეკავთ. უკვე ესაუბრეთ პროვაიდერს?“ შესაძლებელია, რომ მათი სამედიცინო მომსახურების პროვაიდერმა უკვე შეატყობინა ტესტის პასუხის შესახებ. ასევე, შეიძლება აუხსნათ ამ ზარის მნიშვნელობა და სარგებელი, მაგალითად, ასე: „მე გირეკავთ რომ გავარკვიო, თუ როგორ გრძნობთ თავს და დაგეხმაროთ თქვენ, თქვენს ოჯახს და საზოგადოებას იყოთ უსაფრთხო გარემოში.“ გარდა ამისა, მოსაუბრე იმაშიც უნდა დაარწმუნოთ, რომ თქვენი საუბარი კონფიდენციალურია და შეიძლება ასეთი რამ უთხრათ: „რაზეც ახლა ვისაუბრებთ, ჩვენ შორის დარჩება.“ შემდგომ, საუბრის გაგრძელებამდე უნდა დარწმუნდეთ, რომ გაქვთ

საკმარისი დრო და უსაფრთხოებაც დაცულია: „ეს ზარი დაახლოებით 20 წუთს გაგრძელდება. გაქვთ დრო ახლა სალაპარაკოდ? უსაფრთხო ადგილას იმყოფებით?“

სატელეფონო საუბრის განმავლობაში მნიშვნელოვანია გააკეთოთ პაუზები, ჰკითხოთ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და შეაფასოთ, ხომ არ სჭირდებათ სამედიცინო დახმარება. თუ შეამჩნევთ, რომ მოსაუბრეს უჭირს სუნთქვა, აქვს გამუდმებით გულმკერდის ტკივილი, აღენიშნება დაბნეულობა ან უჭირს საუბარი, შესაძლოა, ეს დაავადების მძიმე ფორმის მაჩვენებელი იყოს. და, თუ ასეა, თქვენ უნდა იზრუნოთ, რომ მათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება გაუწიონ. არ დაასრულოთ ზარი, უბრალოდ, შეკითხვების დასმის ნაცვლად ხელი შეუწყვეთ მათ სამედიცინო დახმარების მიღებაში. როგორც გახსოვთ, მეორე საფეხურიც „შემთხვევასთან“ ზარის ნაწილია. თქვენ უნდა დაადგინოთ მათი გადამდებლობის   პერიოდი. არის რამდენიმე შეკითხვა, რომლებიც მათი გადამდებლობის   პერიოდის დასაწყისის დასადგენად დაგეხმარებათ. თუ მათ სიმპტომები აღენიშნებათ, დაუსვით შემდეგი ტიპის შეკითხვები: „რომელ რიცხვში დაგეწყოთ სიმპტომები?“ ან: „ცხელების შეგრძნება ხომ არ გქონიათ?“  „წამლის გარეშე თუ შეგიმცირდათ ცხელება?“ „როგორ გრძნობთ თავს ახლა?“ და, თუ მათ არ ჰქონიათ სიმპტომები  (შეიძლება  მათ  დაუდასტურდათ  ინფექცია  ისე,  რომ არ  გამოუვლინდათ ნიშნები და სიმპტომები   – ხომ გახსოვთ, ეს ასიმპტომური შემთხვევაა), შეიძლება ჰკითხოთ მათ, თვის რომელ რიცხვში ჩაუტარდათ ტესტირება?

მოსაუბრის  მიერ  გაცემულ  პასუხებზე  დაყრდნობით, შეგიძლიათ  გამოთვალოთ პერიოდი, როდესაც „შემთხვევა“ გადამდები იყო და შეეძლო COVID-19-ის გავრცელება. ასევე, შეგიძლიათ გაარკვიოთ, თუ ვინ იყო ამ პერიოდში მისი ახლო კონტაქტი. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ გადამდებლობის პერიოდის გამოთვლა შესაძლოა განსხვავდებოდეს, რადგან ის დამოკიდებულია სიმპტომებზე. შემდეგ მე-3 საფეხურზე გადადიხართ და ახლა, როდესაც გადამდებლობის  პერიოდი დადგენილია, თქვენ უნდა გაარკვიოთ, თუ ვისთან ჰქონდა „შემთხვევას“ კონტაქტი ამ პერიოდში. ყველა, ვინც ჩაითვლება „შემთხვევის“ „კონტაქტად“, უნდა გადავიდეს კარანტინში, რომელიც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება ადამიანებით, რომლებთან ერთადაც ის ცხოვრობს, რომლებსაც პირისპირ შეხვდა 15   წუთზე მეტი დროის განმავლობაში 1 მეტრზე ახლო დისტანციაზე და, ვისაც ჰქონდა სხვა ტიპის უშუალო კონტაქტი მასთან. იგულისხმება, მაგალითად, კოცნა ან სხვადასხვა ბიოლოგიურ სითხესთან შეხება. მაგალითად, ადამიანი, რომელიც უვლიდა, შეიძლება შეეხო ინფიცირებულის ნახმარ ცხვირსახოცს.

შემდეგი შეკითხვები შეიძლება დაგეხმაროთ ამ ინფორმაციის მოპოვებაში: „გყავთ ვინმე დამხმარე ან ცხოვრობს ვინმე თქვენთან ერთად? შეგიძლიათ გამოიყენოთ კალენდარი, ტელეფონი ან სოციალური მედია, რაც დაგეხმარებათ იმის გახსენებაში, თუ რას აკეთებდით ბოლო კვირის განმავლობაში? სადმე ხომ არ გასულხართ ან გიმოგზაურიათ?“   ყველა   ეს   შეკითხვა   დაგეხმარებათ   თქვენ,   რომ   ხელი   შეუწყოთ

„შემთხვევას“ გაიხსენოს, თუ რას აკეთებდა გადამდებლობის  პერიოდის განმავლობაში.

მე-4 საფეხურზე თქვენ განაგრძობთ „შემთხვევასთან“ საუბარს და ამჯერად თვითიზოლაციის ინსტრუქციები უნდა მიაწოდოთ. ეს ეტაპი ოთხი კომპონენტისგან შედგება. პირველ რიგში, უნდა აუხსნათ მოსაუბრეს, რას ნიშნავს თვითიზოლაცია მარტივი  სიტყვებით.  რას  ნიშნავს  იზოლაცია?  რის  გაკეთებას  სთხოვთ  მათ?  მეორე,

თქვენ უნდა დაუსვათ შეკითხვები, რათა დარწმუნდეთ, რომ მათ სრულყოფილად გაიგეს თვითიზოლაციის მნიშვნელობა, დაეხმარეთ მათ შესაბამისი გეგმის დასახვაში. თვითიზოლაცია არ არის მარტივი, ამიტომ მათ გეგმა დასჭირდებათ. მესამე, თქვენ უნდა შეძლოთ იმ გამოწვევების იდენტიფიცირება, რომლებმაც შესაძლოა ხელი შეუშალოს მათ თვითიზოლაციის ინსტრუქციების შესრულებაში. საბოლოოდ კი, შესთავაზეთ მათ რესურსები, რომლებიც თვითიზოლაციის ინსტრუქციების შესრულების ალბათობას გაზრდის. მოდით, ეს ოთხი კომპონენტი ცალ-ცალკე განვავრცოთ და განვიხილოთ, თუ რისი გაკეთება შეგიძლიათ.

მარტივი ენით აუხსენით, რას გულისხმობს იზოლაცია. მაგალითად, შეგიძლიათ ასე:

„იზოლაცია ნიშნავს, რომ თქვენ უნდა ეცადოთ საერთოდ აღმოფხვრათ კონტაქტი სხვა ადამიანებთან. თუ სხვებთან ერთად ცხოვრობთ, იქნებ დასარჩენად სხვა ადგილის მოძებნა გეცადათ ან იქნებ ინდივიდუალური საძინებლის და აბაზანის გამოყენება იყოს შესაძლებელი. თუ მაინც სხვა ადამიანების გარემოცვაში გიწევთ ყოფნა, ვერ გადადიხართ იზოლირებულ საკარანტინე სივრცეში, მაშინ თქვენ აუცილებლად მუდმივად უნდა გეკეთოთ პირბადე.“ შემდეგ, გადაამოწმეთ, რამდენად კარგად გაიგეს ყველაფერი, და დაეხმარეთ გეგმის შემუშავებაში, რისთვისაც კიდევ რამდენიმე შეკითხვის დასმა მოგიწევთ. მაგალითად: „გაქვთ თუ არა დაცული ადგილი საცხოვრებლად? მალე დაგჭირდებათ საჭმლის მარაგის შევსება? თუ ასეა, რამდენ ხანში? მედიკამენტებს ხომ არ იღებთ? თუ ასეა, რამდენ ხანში დაგჭირდებათ მარაგის შევსება? გაქვთ პირბადე?“ მათ მოუწევთ დაგეგმვა. ამის შემდეგ, თქვენ უნდა დაეხმაროთ მათ გამოწვევების იდენტიფიცირებაში. აქაც რამდენიმე დამატებითი შეკითხვის დასმა დაგეხმარებათ, მაგ.:„ხომ არ ღელავთ არსებული ვალდებულებების ან თქვენი ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამო?“ ამის მაგალითებია, როდესაც „შემთხვევა“ უვლის თავის მშობლებს ან შვილებს, ან ერთადერთი დასაქმებულია ოჯახში. ასევე, შეიძლება ოჯახური ძალადობის შემცველი სიტუაცია ჰქონდეთ და დასჭირდეთ დახმარება უსაფრთხო დასარჩენის მოსაძებნად. საბოლოოდ, ამ წინააღმდეგობების თქვენთან ერთად ამოცნობის შემდეგ, თანამოსაუბრეს უნდა შესთავაზოთ გარკვეული დამხმარე რესურსები. მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ რესურსების ხელმისაწვდომობა  განსხვავებული  იქნება „შემთხვევის“ ადგილმდებარეობის მიხედვით. რესურსების შეთავაზება შეიძლება მოიცავდეს 112-თან დაკავშირებას. ესაა ნომერი იმ ცენტრისა, საიდანაც ადამიანებს გადაუდებელი დახმარების მიღება შეუძლიათ. შეიძლება, მოსაუბრე უფასო კვების ან სხვა ადგილობრივი მომსახურების ცენტრებთან დააკავშიროთ, ორგანიზაციებთან, უბნის ან თემის მხარდამჭერ საინიციატივო ჯგუფებთან და მოხალისეებთან, რომლებსაც ასეთ პერიოდში შეუძლიათ ადამიანების  დახმარება.  „შემთხვევასთან“  ზარის  დასასრულს  თქვენ  მოკლედ    უნდა

შეაჯამოთ მასთან საუბარი. დარწმუნდით, რომ ყველა მის შეკითხვას გაეცით პასუხი და, რომ გაქვთ გეგმა მასთან შემდგომი უკუკავშირის დამყარებისთვის. მაგალითად, უთხარით: „გმადლობთ, რომ დამითმეთ დრო. ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ დღეს და მე ბევრი საფიქრალი მოგეცით. ალბათ, მომდევნო დღეებში მეტი შეკითხვა გაგიჩნდებათ. ასეთ შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ამა და ამ ნომერზე. თუმცა, მე ნებისმიერ შემთხვევაში დაგირეკავთ რამდენიმე დღეში და მოგიკითხავთ. კარგად ბრძანდებოდეთ!“

მას შემდეგ, რაც დაასრულეთ სატელეფონო საუბარი, მე-5 საფეხურზე უნდა გადახვიდეთ,

რომელიც   კონტაქტების   მიდევნებას   მოიცავს.   როდესაც   პირველად   უკავშირდებით

„კონტაქტს“ უნდა აცნობოთ, რომ მათ ახლო კონტაქტი ჰქონდათ კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევასთან. შემდეგ თქვენ უნდა შეამოწმოთ, აქვთ თუ არა მათ გარკვეული სიმპტომები, მაგ. ცხელება. თქვენ უნდა მიაწოდოთ მათ კარანტინის ინსტრუქციებიც. დაეხმაროთ შესაძლო წინააღმდეგობების ამოცნობაში და შესთავაზოთ მათი გადაწყვეტისთვის საჭირო რესურსებით სარგებლობა. თქვენ უნდა უპასუხოთ მათ შეკითხვებს და დაგეგმოთ უკუკავშირი. ბევრი რამ მსგავსია იმ საკითხებისა, რომლებიც

„შემთხვევასთან“ საუბარში განვიხილეთ. შეამოწმეთ, აქვთ თუ არა სიმპტომები, გადაამოწმეთ კარანტინთან დაკავშირებული გამოწვევები, შესთავაზეთ რესურსები, უპასუხეთ შეკითხვებს, დაამყარეთ უკუკავშირი, როგორც ეს „შემთხვევასთან“ საუბარში გააკეთეთ. „კონტაქტების“ მხრიდან ხშირად დასმული შეკითხვებია, მაგალითად: „რა მოხდება თუ ავად გავხდები? სად და როგორ უნდა გავიკეთო ტესტი? უნდა ვატარო პირბადე? ცნობას გამიკეთებთ სამსახურში წარსადგენად?“ ესაა ზოგიერთი შეკითხვა, რომლისთვისაც მზად უნდა იყოთ, სანამ „კონტაქტებთან“ დარეკვას გადაწყვეტთ.

საბოლოოდ, მე-6 საფეხურზე გადავედით, რომელიც რეგულარულ უკუკავშირს გულისხმობს. ამ ეტაპზე, თქვენ უკვე დაამყარეთ ურთიერთობა „შემთხვევასთან“ და მათ

„კონტაქტებთან“  და  ახლა  უნდა  დარწმუნდეთ,  რომ  რეგულარულად  უკავშირდებით

„შემთხვევის“„კონტაქტებს“. გადაამოწმებთ კარანტინის მიმდინარეობას და, რა თქმა უნდა, მათ სიმპტომებს, რომელთა გამოკითხვა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამით დგინდება მათი ტესტირების და ოჯახის ექიმთან დაკავშირების საჭიროება, ასევე თუ როდის შეუძლიათ შეწყვიტონ კარანტინი. რაც შეეხება „შემთხვევასთან“ უკუკავშირს, მას ახორციელებს ოჯახის ექიმი, რომელიც ადგენს თუ როდის შეუძლიათ შეწყვიტონ თვითიზოლაცია. რეგულარული უკუკავშირისას სიმპტომების შესახებ გამოკითხვა აუცილებელია. თუ სიმპტომები უარესდება, შეიძლება მათ სამედიცინო დახმარება დასჭირდეთ. თუ უკეთ ხდებიან, მაშინ, შესაძლოა, მალე დაასრულონ თვითიზოლაცია. როგორც „შემთხვევებს“ ისე „კონტაქტებს“ უნდა ჰკითხოთ ასევე ახალი კონტაქტების შესახებ, რადგან ასეთების არსებობის შემთხვევაში, მათთანაც მოგიწევთ დაკავშირება. თვითიზოლაციისა და კარანტინის დროს ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებმა მუდმივი კავშირი და მხარდაჭერა უნდა შესთავაზონ „შემთხვევებსა“ და „კონტაქტებს“. როგორც კონტაქტების მიდევნების სპეციალისტს, თქვენ საზოგადოების წევრების წინაშე მნიშვნელოვანი მხარდამჭერის როლი გეკისრებათ, რომლის შესრულებისას თქვენ ეხმარებით მათ COVID-19-ის გავრცელების შეჩერებაში.

ვიდეო 2:

„შემთხვევასთან“ და „კონტაქტთან“ სატელეფონო ზარის მარტივი მაგალითი სპიკერი  1:  ამ  ნაწილში  საშუალება  გექნებათ  დააკვირდეთ,  თუ  როგორ  წარიმართება

ზოგიერთი ზარი „შემთხვევებსა“ და „კონტაქტებთან“ და ნახოთ, თუ როგორ მუშაობს ეს სისტემა.  ჩვენ  მიერ  შემოთავაზებულ  აუდიოჩანაწერში  მოისმენთ მხოლოდ  საბაზისო მაგალითს „შემთხვევასთან“ სატელეფონო საუბრისა, რომლის დროსაც ყველაფერი კარგად მიდის. ინფიცირებულს მხოლოდ რამდენიმე „კონტაქტი“ ჰყავდა, თანახმა იყო და შესაძლებლობაც ჰქონდა თვითიზოლაციისა, ჩვენი ინსტრუქციების მიხედვით. მოდით, მოვისმინოთ საუბარი:

სპიკერი 2: გამარჯობა, თუ შეიძლება ლერის სთხოვეთ.

სპიკერი 3: ლერი გახლავართ. ვინ ბრძანდებით?

სპიკერი 2: გამარჯობა, ჩემი სახელია ანა, მე თბილისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურიდან გაწუხებთ. ორშაბათს გაკეთებული ლაბორატორიული ტესტის პასუხთან დაკავშირებით გირეკავთ. გაქვთ ახლა დრო სასაუბროდ?

სპიკერი 3: (ახველებს) დიახ, რატომაც არა. გისმენთ.

სპიკერი 2: გმადლობთ, ლერი! საუბრის გაგრძელებამდე, თქვენი დაბადების თარიღის გადამოწმება დამჭირდება. ჩემი მონაცემებით 1947 წელს დაიბადეთ, ხომ ვერ მეტყვით თვესა და რიცხვს?

სპიკერი 3: 25 ოქტომბერი;

სპიკერი 2: კარგი, ასევე ჩვენი მონაცემებით თქვენ თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში ცხოვრობთ. სრულ მისამართს ხომ ვერ მეტყვით?

სპიკერი 3: დიახ, აღმაშენებლის ხეივნის 51.

სპიკერი 2: გმადლობთ! დღეს მე გიკავშირდებით COVID-19-ის ტესტთან დაკავშირებით. –

უკვე იცით თქვენი ტესტის პასუხი?

სპიკერი 3: დიახ, მე დადებითი აღმოვჩნდი. მაქვს კორონავირუსი და გამაფრთხილეს,

რომ შეიძლება დაგერეკათ.

სპიკერი 2: დიახ, ჩვენ ყველას ვუკავშირდებით, ვისაც კორონავირუსი აქვს. გვინდოდა მოგვეკითხეთ, კიდევ ერთხელ განგვეხილა ის საკითხები რაზეც გესაუბრათ თქვენი ექიმი და რამდენიმე დამატებითი შეკითხვა დაგვესვა. გვინდა დავრწმუნდეთ, რომ თქვენ და თქვენი გარშემომყოფები უსაფრთხოდ ხართ.

სპიკერი 3: გასაგებია.

სპიკერი 2: კარგი, საუბარი დაახლოებით 10-15 წუთს გაგრძელდება. თუ რომელიმე მომენტში პატარა პაუზის გაკეთება დაგჭირდებათ ხველების გამო, გთხოვთ გამაგებინოთ. კარგი?

სპიკერი 3: კარგი. ზუსტად ჩავეტევით ჩემი შოუს დაწყებამდე.

სპიკერი 2: ძალიან კარგი, არ გვინდა გამოტოვოთ. თუ რამე გაუგებარი იქნება, გექნებათ შეკითხვები ან გსურთ, რომ გავიმეორო ნათქვამი, გთხოვთ მითხრათ ამის შესახებ. გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ყველაფერი ნათელია. კარგი?

სპიკერი 3: გასაგებია.

სპიკერი 2: კარგი. აჰ, და ასევე უნდა აღვნიშნო, რომ ყველაფერი, რაზეც დღეს ვისაუბრებთ, ჩვენ შორის დარჩება. ჩვენ არავის ვაცნობებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის გარეთ.

სპიკერი 3: ძალიან კარგი. გმადლობთ!

სპიკერი 2: მოდით დავიწყოთ, როგორ გრძნობთ თავს დღეს?

სპიკერი 3: ისევ ყველაფერი მტკივა, მისაღები ოთახიდან სამზარეულოში გასვლაც კი დამღლელია ჩემთვის. ძირითადად, ტახტზე „ვცხოვრობ“(ახველებს).

სპიკერი 2: ვწუხვარ. როდის დაგეწყოთ ასეთი სიმპტომები?

სპიკერი 3: მე მგონი, წინა ორშაბათს. კი, ორშაბათს. რაღაც, თითქოს არ მომეწონა ჩემი თავი. ცხელება დამეწყო და ამტკივდა ყველაფერი.

სპიკერი   2:   უი,   რა   ცუდია.   სუნთქვის   უკმარისობას   ხომ   არ   გრძნობთ,   როდესაც გადაადგილებას ცდილობთ?

სპიკერი 3: დიახ, ძირითადად თავს კარგად არ ვგრძნობ. როდესაც ნებისმიერი რამის გაკეთებას ვცდილობ, სულ მახველებს.

სპიკერი 2: გასაგებია, თქვენ ნამდვილად არ გრძნობთ თავს კარგად.

სპიკერი 3: დიახ, და, როდესაც ჩემს ბიძაშვილს ვუთხარი, თავს შეუძლოდ ვგრძნობდი,

მითხრა, რომ ჯობდა სასწრაფოდ ექიმს დავკავშირებოდი.

სპიკერი 2: ყოველივე ეს წინა ორშაბათს, 20-ში ხდებოდა ხომ? ახლა კი ოთხშაბათია. გასაგებია,  ანუ  ახლა თქვენი  ავადმყოფობა  პიკშია.  ხომ  არ  გეჩვენებათ,  რომ  თქვენი სიმპტომები უარესდება?

სპიკერი 3: არა, პრინციპში იგივეა, გულახდილად რომ ვთქვა. სიცხემ ცოტა დამიწია. გუშინ დიარეამ შემაწუხა, ძალიან დაღლილი ვარ.

სპიკერი 2: წარმომიდგენია. ტემპერატურას თუ იზომავთ?

სპიკერი 3: დიახ, ექიმმა ასე დამარიგა. ამიტომ…

სპიკერი 2: კარგი, ახლა მითხარით, ყველაზე მაღალი სიცხე როდის გქონდათ? როდის იყო ყველაზე მძიმე დღე თქვენთვის?

სპიკერი 3: დიახ, ეს იყო 39.

სპიკერი 2: უი, ძალიან მაღალი ყოფილა. და, დღეს რამდენი გაქვთ სიცხე?

სპიკერი 3: დღეს, ზუსტად 37.7.

სპიკერი 2: გასაგებია, დღეს 37.7, მაინც მაღალია, მაგრამ მცირდება. დაღლილი ჩანხართ,

კარგ განწყობას თუ ინარჩუნებთ?

სპიკერი 3: ვცდილობ.

სპიკერი 2: ჰო, მესმის, რომ ძალიან რთულია. მაშ, თუ სწორად გავიგე, მას შემდეგ, რაც ორშაბათს პირველად იგრძენით თავი ცუდად, ძლიერი დაღლილობა და ტკივილი გაწუხებთ. გაქვთ სიცხე, თავისტკივილი, ხველა და დიარეა. კიდევ, რამეს ხომ არ უჩივით?

სპიკერი 3: არა, სწორად შეაჯამეთ (ახველებს).

სპიკერი 2: ახლა როგორ გაქვთ კუჭ-ნაწლავი? რას იტყოდით, როგორი მდგომარეობაა?

სპიკერი 3: უკეთესად, ახლა ჭამა შემიძლია.

სპიკერი 2: მიხარია ამის გაგება. კიდევ რამდენიმე სიმპტომია, რომლებიც მინდა განვიხილო თქვენთან ერთად. ისინი საკმაოდ ხშირია. შეგიძლიათ ხომ, რომ მითხრათ, ავად გახდომის შემდეგ ჩამოთვლილთაგან რომელიმე  თუ იგრძენით?

სპიკერი 3: რა თქმა უნდა. გისმენთ!

სპიკერი 2: მოკლედ. ხომ არ გამცივნებდათ ცხელებასთან ერთად?

სპიკერი 3: არა.

სპიკერი 2: არ გამცივნებდათ. გულისრევა თუ გქონდათ?

სპიკერი 3: არა.

სპიკერი 2: კარგი, ხველებასთან ერთად, ყელის ტკივილი თუ გაწუხებდათ?

სპიკერი 3: დიახ, საკმაოდ მტკიოდა ორშაბათს, მაგრამ ახლა უკეთესად ვარ. როდესაც ვახველებ, მხოლოდ მაშინ მტკივა თითქოს.

სპიკერი 2: წარმომიდგენია. ვწუხვარ. უფრო ვრცლად ხომ ვერ მეტყვით ხველების შესახებ?

სპიკერი 3: (ახველებს) მოკლედ, რაც არ უნდა გავაკეთო, ვიწყებ ხველებას. სიმართლე გითხრათ, დიდს არაფერს ვაკეთებ; თუ უბრალოდ ვწევარ ლოგინში ან ტახტზე, მაშინ ხველაც არ არის ძალიან მომატებული.

სპიკერი 2: ანუ, როდესაც ტახტიდან დგებით და გადიხართ საჭმელად ან სხვა საჭიროების გამო, სუნთქვის უკმარისობას გრძნობთ?

სპიკერი 3: უფრო დაღლილობას, ვიდრე სუნთქვის უკმარისობას. შემიძლია საჭმლის გაკეთება ჩემთვის და ტელეფონზე საუბარი, მაგრამ მარათონზე ნამდვილად ვერ გავირბენდი.

სპიკერი 2: კარგი, თავს კარგად არ გრძნობთ, მაგრამ ორშაბათთან შედარებით ნამდვილად უკეთ ხართ, ხომ ასეა? რაც შეეხება მომდევნო კვირას, თუ შეგიძლიათ, იქნებ

ყურადღება მიაქციოთ თქვენს შეგრძნებებს და შეატყობინოთ თქვენს ექიმს, თუ უარესად იგრძნობთ თავს ან, თუ არ იქნება უკეთესობა.

სპიკერი 3: კი, ბატონო, ასე მოვიქცევი!

სპიკერი 2: კარგი, და, თუ ოდესმე სუნთქვის უკმარისობას იგრძნობთ, ჩვენი რეკომენდაციაა დაუკავშრიდეთ თქვენს ექიმს, კარგი?

სპიკერი 3: გასაგებია.

სპიკერი 2: კარგი, მოდით, ახლა შემდეგ ნაწილზე გადავიდეთ და ცოტა კორონავირუსის გავრცელებაზე ვისაუბროთ. ჩვენ ვიცით, რომ დაახლოებით 2 დღით ადრე ავად გახდომამდე, თქვენ უკვე გადამდები იყავით სხვებისთვის.

სპიკერი 3: მართლა? რა საშინელებაა.

სპიკერი 2: დიახ. რადგან ავად გახდით ორშაბათს, ეს ნიშნავს, რომ, თუ უქმეებზე ვინმესთან გქონდათ ურთიერთობა, მათაც შესაძლოა ჰქონდეთ კორონავირუსი.

სპიკერი 3: უი, რას ბრძანებთ! შაბათს საგუნდო სიმღერის რეპეტიციაზე ვიყავი.

სპიკერი 2: გასაგებია, ესე იგი…

სპიკერი 3: ეს ნიშნავს რომ… ვაიმე. ღმერთო, არ მინდა დავიჯერო.

სპიკერი 2: ლერი, ლერი, როგორც ვხვდები ანერვიულდით.

სპიკერი 3: დიახ, უბრალოდ, არ მინდა ვინმეს დაემართოს ეს. ეს სახუმარო არაა, ხომ გესმით?

სპიკერი 2: დიახ, დიახ, მესმის თქვენი.

სპიკერი 3: ვფიქრობ, გამიმართლა, რომ მხოლოდ მე და რამდენიმე სხვა ადამიანი ვიყავით ამ შაბათს.

სპიკერი 2: მესმის, მეგობრებზე ნერვიულობთ. კარგია, რომ მხოლოდ რამდენიმე სხვა ადამიანი იყო თქვენთან ერთად. მოდით, ეტაპობრივად განვიხილოთ და ჩამოვთვალოთ ყველა, ვინც იქ იყო.

სპიკერი 3: უნდა დაურეკოთ?

სპიკერი 2: დიახ, ეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის პასუხისმგებლობაა, დაუკავშირდეს ყველას, ვისაც კონტაქტი ჰქონდა კორონავირუსის მქონე ადამიანთან. კარგია, რომ იცოდნენ ამის შესახებ, დააკვირდნენ როგორ გრძნობენ თავს.

სპიკერი 3: მართალია.

სპიკერი 2: დიახ, როგორც აღვნიშნე, უნდა დავრწმუნდე, რომ თქვენ და თქვენი მეგობრები და  ჩვენი  საზოგადოება  უსაფრთხოდაა.  ახლა  არის  ალბათობა  იმისა,  რომ  მათაც

ჰქონდეთ კორონავირუსი და არ იცოდნენ ამის შესახებ. თუ დავუკავშირდებით მათ, ისინი შეძლებენ დარჩნენ სახლში, რაც მომავალ გავრცელებას შეუშლის ხელს.

სპიკერი 3: დიახ, ალბათ, ასეა.

სპიკერი 2: კარგი, გსურთ ხომ, რომ, მათივე უსაფრთხოებისთვის, ჩამომითვალოთ ყველა,

ვინც იქ იყო? შეგიძლიათ თავად დაუკავშირდეთ მათ მანამ, სანამ ჩვენ დავურეკავთ.

სპიკერი 3: დიახ, ღმერთო, რა ჯანდაბაა.

სპიკერი 2: დიახ.

სპიკერი 3: კარგი, მოდით დავიწყოთ.

სპიკერი 2: გმადლობთ, ლერი. ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია. დავიწყოთ იმით,

თუ ვინ მღეროდა თქვენ გვერდით. მისი სახელი?

სპიკერი 3: ჰმ, ეს იყო მალხაზი. სპიკერი 2: მალხაზი, და, მისი გვარია? სპიკერი 3: პატარაია, მალხაზ პატარაია.

სპიკერი 2: კარგი, და, მალხაზის ტელეფონის ნომერი თუ გაქვთ?

სპიკერი 3: დიახ, კარგი მეგობრები ვართ. დამელოდეთ ერთი წამი და მოგახსენებთ;

სპიკერი 2: გმადლობთ!

სპიკერი 3: მისი ნომერია 555-123-567

სპიკერი  2:  გასაგებია,  567.  კარგი,  და  ვინაიდან  მეგობრები  ხართ,  მისი  დაბადების თარიღიც ხომ არ იცით?

სპიკერი 3: 7 თებერვალია, ზუსტად ვიცი. თუმცა, წელი არ ვიცი.

სპიკერი 2: არა უშავს, და, მალხაზის გვერდით ვინ მღეროდა?

სპიკერი 2: კარგი, მშვენიერია. ჩვენ უკვე იმ ხუთივე ადამიანის ვინაობა ვიცით, რომლებიც თქვენთან ერთად იმყოფებოდნენ საგუნდო  რეპეტიციაზე შაბათს.  და, სხვა კიდევ რა ქენით შაბათ დღეს? საჭმელად ხომ არ გასულხართ მოგვიანებით?

სპიკერი 3: არა, სახლში მოვედი და ეზო დავალაგე.

სპიკერი 2: დიახ, წინა შაბათს მშვენიერი ამინდი იყო. მიხარია, რომ მოახერხეთ გარეთ ყოფნა.

სპიკერი 3: (ახველებს) მეც. ძალიან კარგი იყო.

სპიკერი 2: კარგი, და, კვირას? როგორი დღე გქონდათ?

სპიკერი 3: კვირას, მთელი დღე სახლში გავატარე, რადგან ძალიან ბევრი ვიმუშავე ხუთშაბათს, ყუთები გადამქონდა. სიმღერის გარდა, მთელი პარასკევი, შაბათი და კვირა სახლში გავატარე.

სპიკერი 2: გასაგებია, შაბათი და კვირა ისვენებდით სახლში. თქვენთან ხომ არ მოსულა ვინმე სტუმრად?

სპიკერი 3: არა, მარტო ვიყავი.

სპიკერი 2: გასაგებია. არც მეგობრები? არც მეზობლები?

სპიკერი 3: არა, საკმაოდ მოშორებითაა ჩემი სახლი. ახლო მეზობელიც კი შორსაა და,

უბრალოდ, ძველ საყვარელ გადაცემებს ვუყურე.

სპიკერი 2: კარგად მესმის. რომ შევაჯამოთ: შაბათს რეპეტიცია გქონდათ, კვირას ტელევიზორს უყურებდით და ორშაბათს თავი ცუდად იგრძენით. სამსახურში თუ წახვედით ორშაბათს?

სპიკერი 3: არა, ნახევარ განაკვეთზე ვმუშაობ. ექიმს შუადღეს დავურეკე, როგორც ნათესავმა მირჩია და ექიმმა მითხრა ტესტის გასაკეთებლად წავსულიყავი და სამსახურში შემეტყობინებინა, რომ ავად ვარ.

სპიკერი 2: დიახ, კარგი, სწრაფად გიმოქმედიათ.

სპიკერი 3: ასეა, გამიმართლა, რომ ჩემი უფროსი ასეთი გამგები აღმოჩნდა.

სპიკერი 2: კი, ნამდვილად კარგია. ანალიზებზე ვინმესთან ერთად ხომ არ იმგზავრეთ?

სპიკერი 3: არა, მარტო ვიყავი მანქანით (ახველებს).

სპიკერი 2: გასაგებია. მას შემდეგ, რაც ტესტი გაიკეთეთ, სადმე ხომ არ წასულხართ?

მაგალითად, სურსათის მაღაზიაში ან მეგობრების და ოჯახის წევრების სანახავად?

სპიკერი 3: არა, სახლში ვარ.  ეზო მაქვს, მყავს რამდენიმე ქათამი, მოკლედ ნაჭამი ვარ.

სპიკერი 2: ძალიან კარგი! რეპეტიციების გარდა, როგორც მივხვდი, არავისთან არ გქონიათ ახლო კონტაქტი. გმადლობთ ინფორმაციის გაზიარებისთვის!

სპიკერი 3: დიახ, რა პრობლემაა.

სპიკერი 2: კარგი, ლერი, ჩვენ თითქმის დავამთავრეთ. თუმცა, შემდეგი ნაწილი უმნიშვნელოვანესია. ვინაიდან კორონავირუსის ტესტის შედეგი დადებითია ჩვენ ოფიციალურად გთხოვთ, რომ თვითიზოლაციაში ყოფნას დათანხმდეთ მანამ, სანამ თქვენი ოჯახის ექიმი არ შეგატყობინებთ რომ შეგიძლიათ დაასრულოთ. იზოლაციაში ყოფნა კი, უბრალოდ, იმას ნიშნავს, რომ თქვენ უნდა დარჩეთ მარტო, მაგალითად, თქვენს  სახლში  და  არ  დატოვოთ  სახლი,  გარდა  იმ  შემთხვევისა  თუ  სამედიცინო

დახმარება გჭირდებათ. მაგალითად, თუ ვირუსის გამო უარესად იგრძნობთ თავს, დაგჭირდებათ ჰოსპიტალიზაცია, მოიტეხთ ფეხს ან რაიმე მსგავსი, ასეთ შემთხვევაში თქვენ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ ოჯახის ექიმს ან 112-ს.

სპიკერი 3: დიდი იმედი მაქვს ეს არ მოხდება (ახველებს).

სპიკერი 2: დიახ, მეც. თქვენ ისედაც საკმარისი სადარდებელი გაქვთ. მოკლედ რომ ვთქვათ, თქვენ არ უნდა იმუშაოთ, არ გახვიდეთ მაღაზიასა და აფთიაქებში, არ მოინახულოთ ოჯახის წევრები ან მეგობრები, არც ისინი უნდა მოვიდნენ თქვენთან და ვერც რეპეტიციებზე ივლით. ოჯახის ექიმი დაგიკავშირდებათ ხოლმე, რათა დარწმუნდეს რომ კარგად ხართ.

სპიკერი 3: მინდა გკითხოთ, როგორ ფიქრობთ, რამდენი დღე მომიწევს სამსახურიდან გათავისუფლება?

სპიკერი 2: გააჩნია. მაგრამ ეს ძირითადად თქვენი სიმპტომების ალაგებაზეა დამოკიდებული. როდესაც ეს მოხდება, თქვენს ორგანიზმში ვირუსი შემცირდება და, როდესაც ის შემცირებულია, თქვენც, ნაკლებ სავარაუდოა, რომ   -სხვას გადასდოთ. გულახდილად  რომ  გითხრათ,  ამჟამად  დანამდვილებით  ვერ გეტყვით,  რადგან  ჩვენ მოცდა მოგვიწევს და იმაზე დაკვირვება, თუ როგორ იგრძნობთ თავს. ეს შეიძლება 10 დღე და მეტიც. რთულია თქმა.

სპიკერი 3: კარგი, ლოგიკა გასაგებია.

სპიკერი 2: დიახ, ახლა მითხარით, როდესაც იზოლაცია განვიხილეთ, ამასთან დაკავშირებით, რამე დაბრკოლებას ხომ არ ხედავთ?

სპიკერი 3: არ მგონია. როგორც გითხარით, საკმაოდ კარგად ვარ მოწყობილი.

სპიკერი 2: კარგი, კარგი, მხოლოდ რამდენიმე შეკითხვა დამრჩა და მალე დავასრულებთ.

მინდა დავრწმუნდე, რომ ჩვენ ვთანხმდებით, კარგი?

სპიკერი 3: კი, რა თქმა უნდა.

სპიკერი 2: მაშ, თუ სურსათი დაგჭირდათ, როგორ მოიქცევით?

სპიკერი 3: ჰმ, დავფიქრდე. დარწმუნებული ვარ ჩემი ბიძაშვილი დამიტოვებს კართან.

სპიკერი 2: მშვენიერია. კარგი. შემდეგი: ახლა მინდა შეგახსენოთ რამდენიმე საკითხი კორონავირუსის სიმპტომების შესახებ. თუ სუნთქვის უკმარისობას იგრძნობთ ან დაბნეულობას, გექნებათ გულმკერდის ტკივილი, რომელიც არ გადის, ან შეამჩნევთ ტუჩების ან სახის სილურჯეს, ჩვენ გთხოვთ, რომ დაუყოვნებლივ მიმართოთ ოჯახის ექიმს ან 112-ს. კორონავირუსს შეუძლია საკმაოდ მძიმე ავადმყოფობის გამოწვევა და არ მინდა თავი შეიკავოთ დახმარების მიღებისგან. შეგიძლიათ დაურეკოთ 112-ს, რომელიც გადაგამისამართებთ ოჯახის ექიმთან, თუ რამე მსგავსი მოხდება, კარგი?

სპიკერი 3: კარგი. იმედია, არ დამჭირდება (ახველებს).

სპიკერი 2: მეც ვიმედოვნებ. მაგრამ თუ დაგჭირდებათ, თქვენ უნდა დაუკავშირდეთ თქვენს ექიმს ან 112-ს. ვისაც არ უნდა დაურეკოთ, შეატყობინეთ, რომ კორონავირუსი დაგიდასტურდათ; ასე კი მათ უკვე ეცოდინებათ, როგორ დაგეხმარონ.

სპიკერი 3: გასაგებია. ანუ წინასწარ უნდა გავაფრთხილო.

სპიკერი 2: დიახ, ასეა, თქვენ სახლიდან არ უნდა გახვიდეთ და თუ გასვლა მაინც დაგჭირდებათ, ეს მხოლოდ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ უნდა განხორციელდეს. ამიტომ აუცილებლად დაუკავშირდით თქვენ ოჯახის ექიმს ან 112.

სპიკერი 3: კარგი.

სპიკერი 2: ხომ შეძლებთ ამას?

სპიკერი 3: დიახ, აუცილებლად.

სპიკერი 2: კარგი. წამლები ხომ არ დაგჭირდებათ? უახლოეს მომავალში ექიმთან ვიზიტზე ხომ არ ხართ ჩაწერილი?

სპიკერი 3: (ახველებს) არა, საკმაოდ ჯანმრთელი ვარ, თუ არ ჩავთვლით ამ კორონას.

სპიკერი 2: დიახ, კარგი, როგორც ვხვდები, ყველაფერი გასაგებია. ლერი, სულ ეს იყო, რა შეკითხვებიც თქვენთან მქონდა დღეს. უღრმესი მადლობა, რომ განვიხილეთ ყველაფერი. საკმაოდ ბევრი იყო სალაპარაკო.

სპიკერი 3: ასეა, მაგრამ ეს მნიშვნელოვანია. ვიმედოვნებ, ყველა კარგად არის.

სპიკერი 2: დიახ, მე აღფრთოვანებული ვარ იმით, რომ ასე ზრუნავთ ყველაზე და მეგობრების კარგად ყოფნა ასე გაღელვებთ.

სპიკერი 3: ჰო, რა ვქნა, ასეთი ვარ.

სპიკერი 2: ეს ძალიან კარგია. მე ამდენი კითხვა დაგისვით და თქვენ რა შეკითხვები გაქვთ ჩემთან?

სპიკერი 3: სიმართლე გითხრათ, მე ბევრი რამ ჩემს ექიმს ვკითხე, ამიტომ, მგონი, არ მაქვს კითხვები.

სპიკერი 2: კარგი. ოჯახის ექიმი მოგვიანებით დაგიკავშირდებათ თქვენი ტემპერატურის გადასამოწმებლად. მანამდე კი, ძალიან, ძალიან გთხოვთ, რომ თვითიზოლაციაში დარჩეთ, რაზეც დღეს ვისაუბრეთ და იმედი მაქვს, რომ მალე უკეთ იგრძნობთ თავს.

სპიკერი 3: გმადლობთ!

სპიკერი 2: შეხვედრამდე, ლერი!

სპიკერი 3: ნახვამდის, თავს გაუფრთხილდით!

სპიკერი     1:     ახლა     მოისმენთ     სატელეფონო     საუბარს      „კონტაქტთან“.     აქაც გაითვალისწინეთ,  რომ  ეს  ძალიან  გამარტივებული  სცენარია,  რომლის  მიხედვითაც

„კონტაქტს“ არ აღენიშნება სიმპტომები, თანახმაა კარანტინში ყოფნაზე და შესაბამისი

რესურსებიც აქვს ამისთვის. მოდით ვნახოთ ვიდეო. სპიკერი 4: გამარჯობა, მალხაზ პატარაია ბრძანდებით? სპიკერი 5: დიახ.

სპიკერი 4: გამარჯობა მალხაზ, თბილისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურიდან.

თავს როგორ გრძნობთ?

სპიკერი 5: კარგად, გმადლობთ. რასთან დაკავშირებით მირეკავთ?

სპიკერი 4: იცით, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პერსონალური ინფორმაცია უნდა განვიხილოთ თქვენთან და, სანამ საუბარს გავაგრძელებთ, მინდა დავრწმუნდე, რომ სწორედ ზარის ადრესატს ვესაუბრები. როგორც ვიცი, თქვენ 1958 წელს დაიბადეთ და ნუცუბიძეზე ცხოვრობთ, საბურთალოზე.

სპიკერი 5: დიახ, ასეა.

სპიკერი 4: შეგიძლიათ თქვენი დაბადების თარიღი მითხრათ?

სპიკერი 5: რა თქმა უნდა, 7 თებერვალი.

სპიკერი 4: გმადლობთ. და, თქვენი სრული მისამართი?

სპიკერი 5: ნუცუბიძის 19.

სპიკერი 4: კარგი, გმადლობთ. მალხაზ, მე გირეკავთ, რათა გაცნობოთ, რომ შაბათს ახლო კონტაქტი გქონდათ ადამიანთან, რომლის   COVID-19-ზე ჩატარებული ტესტის პასუხი დადებითია.

სპიკერი 5: ღმერთო! დარწმუნებული ხართ?

სპიკერი 4: დიახ, სავსებით.

სპიკერი 5: არა, არა, ღმერთო, არ მჯერა.

სპიკერი 4: ვწუხვარ, მალხაზ, მესმის, სიურპრიზია, და, მე ვარ იმისთვის, რომ დაგეხმაროთ, აგიხსნათ რას ნიშნავს ეს, შემოგთავაზოთ გზამკვლევი, აგიხსნათ თუ როგორ შეიძლება მოიქცეთ, რათა დაიცვათ გარშემომყოფები.

სპიკერი 5: კარგი, დიახ, გასაგებია. გისმენთ. კარგი.

სპიკერი 4: საუბარი დაახლოებით 10 ან 15 წუთს გასტანს. კარგი?

სპიკერი 5: დიახ, დიახ.

სპიკერი 4: გმადლობთ. თუ იქნება რამე, რაც არ გესმით ან გსურთ, რომ გავიმეორო, გთხოვთ მითხრათ ამის შესახებ. მინდა, რომ ყველაფერი ნათელი იყოს. და, სანამ საუბარს დავასრულებთ, აუცილებლად მოგაწვდით ტელეფონის ნომერს, რომელზეც შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ, თუ შეკითხვები გექნებათ.

სპიკერი 5: კარგი, გისმენთ! როგორ დავიწყოთ?

სპიკერი 4:  როგორც  გითხარით,  ჩვენ  სარწმუნო  ინფორმაცია  გვაქვს,  რომ კორონავირუსით ინფიცირებულთან სიახლოვეში, ერთ სივრცეში იყავით დიდი დროის განმავლობაში, წინა შაბათს.

სპიკერი 5: მე მხოლოდ საგუნდო რეპეტიციაზე ვიყავი შაბათს. იქ იყო ვინმე, ვინც ავადაა?

სპიკერი 4: სამწუხაროდ, მე ვერ მოგაწვდით ინფორმაციას კოვიდდადებითი პირის შესახებ, მაგრამ მან თავად მოგვაწოდა თქვენი სახელი.

სპიკერი 5: ვაიმე, ნუთუ ყველა ავად გავხდებით?

სპიკერი 4: არის იმის ალბათობა, რომ ავად გახდეთ. ცხადია, ვიმედოვნებთ, რომ ეს არ მოხდება. თუმცა, იმიტომ გირეკავთ დღეს, რომ შევამოწმოთ, თუ როგორ გრძნობთ თავს, მოგაწოდოთ ინსტრუქციები და შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვაში დაგეხმაროთ, კარგი?

სპიკერი 5: კარგი, უბრალოდ, დღის ასეთ დასაწყისს ნამდვილად არ ველოდი.

სპიკერი 4: წარმომიდგენია, ვწუხვარ, რომ ამ ინფორმაციის მოწოდება მიწევს ასე ადრიანად.

სპიკერი 5: არა უშავს. რაღაცას ვიზამთ.

სპიკერი 4: გმადლობთ, მალხაზ, მოდით, დავიწყოთ! დღეს როგორ გრძნობთ თავს?

სპიკერი 5: რა ვიცი, ცოტა დაღლილი ვარ, მაგრამ, ვფიქრობ, ეს მხოლოდ სამსახურის სტრესის ბრალია. სხვა მხრივ, კარგად ვარ.

სპიკერი 4: დიახ, სამსახური ხანდახან მძიმეა. მოდით ვნახოთ, თქვენი თქმით, ზოგადად კარგად გრძნობთ თავს, მაგრამ მე რამდენიმე სპეციფიკური სიმპტომის თაობაზე უნდა გკითხოთ.

სპიკერი 5: კარგი.

სპიკერი 4: შაბათიდან მოყოლებული, ხომ არ გიგრძვნიათ სუნთქვის უკმარისობა?

სპიკერი 5: არა.

სპიკერი 4: გახველებთ?

სპიკერი 5: არა.

სპიკერი 4: ცხელება ხომ არ გაქვთ?

სპიკერი 5: მე მგონი არა, არა მგონია.

სპიკერი 4: კარგი, თერმომეტრი თუ გაქვთ სახლში?

სპიკერი 5: დიახ, მაგრამ არ გამიზომია ტემპერატურა. კარგად ვგრძნობ თავს.

სპიკერი 4: კარგი. ჩვენ გირჩევთ, რომ რეგულარულად გაიზომოთ ტემპერატურა და შეამოწმოთ, ხომ არ იქნება გარკვეული ცვლილებები მომდევნო დღეებში, ამაზე მოგვიანებით ვისაუბროთ.

სპიკერი 5: კარგი, კარგი.

სპიკერი 4: გასაგებია, არ გაქვთ სუნთქვის უკმარისობა, არც ტემპერატურა და არ გახველებთ. მუშაობისგან გამოწვეული დაღლილობის გარდა, რამე ხომ არ გაწუხებთ კიდევ?

სპიკერი 5: არა, მე ნამდვილად საკმაოდ ჯანმრთელი  ვარ. დავდივარ ველოსიპედით.

ერთი 100-ჯერ გამყავს ძაღლი გარეთ სასეირნოდ.

სპიკერი 4: როგორც ვხვდები, საკმაოდ დაკავებული ხართ.

სპიკერი 5: დიახ.

სპიკერი 4: კარგი, ვინაიდან კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანის სიახლოვეს იყავით, როგორც ადრე ვისაუბრეთ, თქვენც შეიძლება გახდეთ ავად.

სპიკერი 5: მართალია, მაგრამ, იმედია, ასე არ მოხდება.

სპიკერი 4: რა თქმა უნდა. დიდი იმედი მაქვს, რომ არ გახდებით ავად, მაგრამ, თუ ასე მოხდება, დიდი ალბათობით, შაბათიდან მოყოლებული 14 დღის განმავლობაში გამოჩნდება. იმ ადამიანების დაახლოებით ნახევარი, ვინც ავად ხდება, თავს ცუდად გრძნობს ინფიცირებიდან დაახლოებით 5 დღის შემდეგ. მაგრამ თითქმის ყველა, ვინც ინფიცირდება კორონავირუსით, გარკვეული ტიპის სიმპტომებს ორი კვირის განმავლობაში გრძნობს.

სპიკერი 5: კარგი, ანუ, უბრალოდ, უნდა დავიცადო.

სპიკერი 4: ზუსტად ასეა. მაგრამ უცნაური აქ ისაა, რომ ადამიანებს ვირუსის გავრცელება შეუძლიათ დაახლოებით 2 დღით ადრე, სანამ თავად გახდებიან შეუძლოდ.

სპიკერი 5: ვაიმე!

სპიკერი 4: დიახ, წარმოგიდგენიათ? შესაბამისად, ვინაიდან იმ ადამიანის გარემოცვაში იყავით,  რომლის ტესტმაც დადებითი პასუხი აჩვენა, არის იმის ალბათობა, რომ თქვენც ინფიცირებული იყოთ, ამიტომ ჩვენი დაჟინებული თხოვნა და რეკომენდაციაა, რომ კარანტინში იყოთ.

სპიკერი 5: ანუ, უბრალოდ, სახლში უნდა დავრჩე მარტო და არსად ვიარო?

სპიკერი 4: დიახ, მართალი ბრძანდებით!

სპიკერი 5: გასაგებია.

სპიკერი 4: მაშ, ასე: ძირითადად, კარანტინი მოიცავს სხვებისგან სრულ დისტანცირებას და სიმპტომებზე დაკვირვებას. როდესაც ვახსენებ სიმპტომებს, მე ვგულისხმობ უწყვეტ თავის ტკივილს, ხველას, ცხელებას, უჩვეულო დაღლილობას, და ა.შ.

სპიკერი 5: და რამდენი ხნის განმავლობაში უნდა ვიყო ასე?

სპიკერი 4: თუ კორონავირუსის მქონე ადამიანთან ერთად იყავით შაბათს, 10 მაისს, ეს ნიშნავს, რომ ამ თარიღიდან ორი კვირის განმავლობაში უნდა იყოთ კარანტინში. შესაბამისად, არა ამ, არამედ მომდევნო შაბათამდე, ანუ 24-ის ჩათვლით.

დიახ, მესმის თქვენი. ჩვენ ყველას ვთხოვთ, როგორც კორონავირუსით ინფიცირებულებს, ასევე ადამიანებს, რომლებიც ინფიცირებულის გარემოცვაში იყვნენ, რომ დარჩნენ სახლში. რაც ნიშნავს, რომ არ უნდა იაროთ სურსათის მაღაზიაში, არ მოინახულოთ მეგობრები და არ იმუშაოთ. რა ტიპის წინააღმდეგობასა და სირთულეს შეგიქმნით ეს ყოველივე?

სპიკერი 5: იცით, მგონი საკმარისი საკვები პროდუქტი არ მაქვს სახლში, და არც ჩემი ხელმძღვანელი იქნება მთლად გახარებული ამით.

სპიკერი 4: როგორც ჩანს, თქვენი ხელმძღვანელი უკმაყოფილო იქნება.

სპიკერი 5: დიახ, იცით, ვფიქრობ, შევძლებ ბევრი ვიმუშაო სახლიდან. უბრალოდ, მუშაობა ოფისიდან უფრო ადვილია. დარწმუნებული ბრძანდებით, რომ ეს ყველაფერი აუცილებელია?

სპიკერი 4: მესმის, ჩვენ ბევრს ვითხოვთ თქვენგან, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ამით თქვენი გარშემომყოფების უსაფრთხოებას უზრუნველვყოფთ და შევაჩერებთ მომავალ გავრცელებას სხვა ადამიანებში. ხომ ხვდებით, შევაჩერებთ ჯაჭვურ რეაქციას.

სპიკერი 5: მესმის, ალბათ, ასეა, მე შევძლებ ამას. უბრალოდ, ცოტა უნდა გავიჭირვო, ხომ ხვდებით?

სპიკერი 4: ნამდვილად. ვთანხმდებით თქვენი კარანტინის შესახებ? როგორ გარემოში ცხოვრობთ?

სპიკერი 5: ვცხოვრობ ძაღლთან ერთად, და ქვედა სართულზე ბინა მაქვს გაქირავებული.

სპიკერი 4: ანუ მდგმური გყავთ. რამე საერთო სივრცით თუ სარგებლობთ?

სპიკერი 5: არა, არა, ცალკე შესასვლელი აქვს და კიბეები. აქ შემოსვლა არ სჭირდება.

სპიკერი 4: კარგი. და, როგორც მითხარით, არ გაქვთ ბევრი საკვები პროდუქტი სახლში,

ხომ ასეა?

სპიკერი 5: დიახ, არ წავსულვარ მაღაზიაში წინა კვირას. ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი ამას.

სპიკერი 4: გასაგებია. გყავთ ვინმე, ვისაც შეუძლია ამაში დაგეხმაროთ? ან შეგიძლიათ სახლში მიტანის სერვისი გამოიყენოთ?

სპიკერი 5: ჩემს შვილს შემიძლია დავურეკო, დიახ. არ გაუჭირდება აქ მოსვლა.

სპიკერი 4: კარგი. ანუ თქვენი შვილი ახლოს ცხოვრობს?

სპიკერი 5: დიახ, ქუჩის ბოლოს.

სპიკერი 4: გაგიმართლათ.

სპიკერი 5: ნამდვილად, ძალიან მიხარია, რომ აქვეა.

სპიკერი 4: კარგი. მაშ, თქვენი შვილი მოგიტანთ ხოლმე პროდუქტებს.

სპიკერი 5: დიახ, მაგრამ, სახლში შემოსვლა თუ შეეძლება?

სპიკერი 4: არა, ყველაზე კარგი იქნება, თუ შეძლებს და პროდუქტებს თქვენს კართან დატოვებს. მიზანშეწონილია, ის გარეთ დარჩეს.

სპიკერი 5: კარგი, გასაგებია.

სპიკერი  4:  რაიმე  მედიკამენტებს  ხომ  არ  იღებთ,  რომელთა  მარაგის  შევსება  მალე დაგჭირდებათ?

სპიკერი 5: დიახ, მაგრამ შემიძლია აფთიაქის საკურიერო სერვისით ვისარგებლო.

სპიკერი 4: ძალიან კარგი. ოჯახის ექიმი თუ გყავთ?

სპიკერი 5: არა.

სპიკერი 4: კარგი. მაშინ, თუ რაღაც მომენტში თავს შეუძლოთ იგრძნობთ, თქვენ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ 112-ს რომელიც გადაგამისამართებთ ოჯახის ექიმთან, ის შეაფასებს თქვენს კლინიკურ მდგომარეობას და სიმპტომების მიხედვით გადაწყდება თქვენი ჰოსპიტალიზაციის საჭიროება და მისი დახმარებით, საჭიროებისამებრ დაიგეგმება თქვენი ტესტირება.

სპიკერი 5: დიახ, გასაგებია.

სპიკერი 4: დაბოლოს, თუ ექიმის მონახულება ან გადაუდებელი ჰოსპიტალიზაცია დაგჭირდებათ ან რამე სხვა აუცილებლობა შეგექმნათ, ჩვენი დაჟინებული თხოვნაა, დაუკავშირდეთ ოჯახის ექიმს ან 112 , შეძლებთ ხომ?

სპიკერი 5: დიახ, ასე მოვიქცევი.

სპიკერი 4: ძალიან კარგი. ჩვენი სატელეფონო საუბარი დასასრულს უახლოვდება. მაგრამ მანამდე, გთხოვთ მითხრათ, შეკითხვები თუ გაქვთ?

სპიკერი 5: გულახდილად რომ ვთქვა, ამჟამად არაფერი. თუმცა, იცით, თუ ჩემი ხელმძღვანელი შემოწმებას მოისურვებს, ნამდვილად კარანტინში ვარ თუ არა, ვის უნდა დაუკავშირდეს?

სპიკერი 4: წესით, ჩვენ უნდა შევძლოთ შესაბამისი დოკუმენტაციის მოწოდება; თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია ჩანიშნული მაქვს. გავარკვევ, თუ შეგვიძლია ამის მოწოდება.

სპიკერი 5: გმადლობთ! ეს ძალიან დამეხმარება.

სპიკერი 4: არაფერს! შეჯამებისთვის: ჩვენ გვსურს, რომ სახლში დარჩეთ, დააკვირდეთ სიმპტომებს, გაგვაგებინოთ, თუ რამე დაგჭირდებათ (არ ისმის) ჩვენი შეთანხმება. თქვენ შეგიძლიათ ამ ნომერზე გადმომირეკოთ, კარგი?

სპიკერი 5: კარგი. გასაგებია.

სპიკერი 4: ჩვენ რეგულარულად დაგირეკავთ და შევამოწმებთ თქვენს მდგომარეობას,

მალე კიდევ ვისაუბრებთ.

სპიკერი 5: კარგი, გმადლობთ!

სპიკერი 4: ძალიან კარგი, გმადლობთ, მალხაზ! ძალიან სასიამოვნო იყო თქვენთან საუბარი და ვიმედოვნებ, ჯანმრთელად იქნებით.

სპიკერი 5: დიდი მადლობა! თქვენც ასევე. ნახვამდის!

სპიკერი 4: თავს გაუფრთხილდით!

სპიკერი 5: გმადლობთ, კარგად იყავით!

ვიდეო 3 – შეჯამება

სპიკერი:   მოდით   შევაჯამოთ,   თუ   რა   ვისწავლეთ   „შემთხვევის“   გამოკითხვისა   და

„კონტაქტების“ მიდევნების საფეხურების შესახებ. როგორც უკვე გითხარით, ვიწყებთ საკუთარი თავის წარდგენით, ვაგრძელებთ    მათი გადამდებლობის    პერიოდის გასარკვევად შეკითხვების დასმით, ვადგენთ კონტაქტებს, რომლებთანაც გადამდებლობის   პერიოდისას ჰქონდათ ურთიერთობა და ვაწვდით თვითიზოლაციის ინსტრუქციებს, რომლებიც მოიცავს მათ დახმარებას, ამოიცნონ წინააღმდეგობები, რომლებსაც შეიძლება შეეჩეხონ იზოლაციისას, ასევე, ვეხმარებით მიიღონ რესურსები, რომლებიც სხვებისგან თვითიზოლაციაში დაეხმარებათ. შემდეგ კონტაქტების მიდევნება უნდა დაიწყოთ, გაარკვიოთ და დაუკავშირდეთ მათ, და აუხსნათ, რომ COVID-

19-ის მქონე „შემთხვევასთან“ ჰქონდათ ურთიერთობა. უნდა გადაამოწმოთ სიმპტომების არსებობა,       მიაწოდოთ       კარანტინის       ინსტრუქციები,       დაეხმაროთ       შესაძლო

წინააღმდეგობების ამოცნობასა და კარანტინისას დამხმარე რესურსების მიწოდებაში, ზუსტად ისე, როგორც „შემთხვევასთან“ თვითიზოლაციაზე საუბრისას. საბოლოოდ, რეგულარულად    უნდა    გქონდეთ         კავშირი     როგორც     „შემთხვევებთან“,    ასევე

„კონტაქტებთან“, რათა გაიგოთ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, გაარკვიოთ ხომ არ სჭირდებათ სამედიცინო დახმარება ან ნებისმიერი სხვა სოციალური მომსახურება. ახლა, როდესაც დაასრულეთ ეს მოდული, უკვე კარგად უნდა გესმოდეთ თითოეული საფეხური, რომლის გავლაც დაგჭირდებათ „შემთხვევების“ გამოკითხვისა და „კონტაქტების“ მიდევნებისას, ასევე,  ისიც, თუ როგორ შეიძლება წარიმართოს ზოგიერთი სცენარი.

ტესტის შესავსებად გაიარეთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია


ჩამოსატვირთი

პრეზენტაცია
ლექციის ტექსტი