გთხოვთ მოგვწეროთ აღნიშნული პრობლემის შესახებ „კონტაქტის“ გვერდის საშუალებით ან ელ. ფოსტით მისამართზე: gpha.org@gmail.com

ეს კურსი მოიცავს საბაზისო ინფორმაციას COVID19-თან და კონტაქტების მიდევნებასთან დაკავშირებით და დაგეხმარებათ საჭირო უნარების ჩამოყალიბებასა და საბაზისო ცოდნის მიღებაში. კურსი ასევე წარმოგიდგენთ კონტაქტების მიდევნების ფარგლებში განხორციელებული სატელეფონო საუბრების მაგალითებს და ეფექტური ინტერვიუს ჩასატარებლად აუცილებელი უნარების განვითარებისათვის საჭირო ინფორმაციას.

არა. თუ გსურთ შეუერთდეთ თქვენს ადგილობრივ ან სახელმწიფო ჯანდაცვის დეპარტამენტს. დაგჭირდებათ დამატებითი ტრეინინგი და მუდმივი მხარდაჭერა ადგილობრივი პროცესებისა და სისტემების, ასევე, სხვა დამატებითი საკითხების შესასწავლად.

სხვადასხვა ქალაქს, ქვეყნებს და სახელმწიფოებს განსხვავებული მიდგომები და პროცესები აქვთ კონტაქტების მკვლევარების დასაქმებასთან დაკავშირებით. გთხოვთ, მოთხოვნების შესახებ კონსულტაცია გაიაროთ თქვენს ადგილობრივ ჯანდაცვის დეპარტამენტთან.

არა. კონტაქტების მიდევნება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ კოორდინირებული ძალისხმევით და ამ პროცესს უნდა უძღვებოდეს შესაბამისი საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელი.

ეს კურსი არ წარმოადგენს პერსონალური სამედიცინო რჩევების შესაბამის წყაროს. გთხოვთ, თქვენი სიმპტომებისა და გარემოებების შესახებ არსებულ კითხვებზე პასუხების მისაღებად დაუკავშირდეთ თქვენს ექიმს ან ადგილობრივ ჯანდაცვის მომსახურების პროვაიდერს.

გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მითითებულია საპირისპირო, ამ კურსში შესული მასალები, მათ შორის პრეზენტაციები, ლექციები და ვიდეოები, ღიაა ადაპტაციისა და გამოყენებისთვის Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 4.0 license ლიცენზიით. თქვენ გაქვთ უფლება გააკეთოთ კურსის მასალების ასლი, შეგიძლიათ მათი ადაპტაცია და გავრცელება, მხოლოდ აღნიშნული ლიცენზიით დაწესებული მოთხოვნების დაცვის შემთხვევაში.

ფინლური ტესტის ინსტრუქციები – საბოლოო ტესტი გაძლევთ შესაძლებლობას, აჩვენოთ წინა მოდულებში შესწავლილი მასალების  ცოდნა.

  • საბოლოო შეფასება 40 კითხვისგან შედგება;
  • ტესტის წარმატებით გასავლელად საჭიროა 85%-ის ან მეტის მიღება;
  • თქვენ საშუალება გაქვთ საბოლოო ტესტის შევსება სცადოთ 2-ჯერ სამი დღის განმავლობაში.  თუკი ეს ორივე მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდება, მოგიწევთ 3 დღე დალოდება შემდეგ მცდელობამდე;
  • ყველა შეკითხვას რამდენიმე სავარაუდო პასუხი აქვს;
  • ზოგიერთ შეკითხვას ერთი სწორი პასუხი აქვს, ზოგს კი – ერთზე მეტი;
  • ერთზე მეტი სწორი პასუხის მქონე შეკითხვებს ახლავს მითითება: „აირჩიეთ ყველა შესაბამისი“. ასეთ შეკითხვებზე  სწორი პასუხების ნაწილობრივად გაცემის შემთხვევაში მოგენიჭებათ არასრული ქულა.

ქულები და კურსის წარმატებით გავლის სერტიფიკატი:

  • თქვენ მიიღებთ კურსის წარმატებით გავლის სერტიფიკატს იმ შემთხვევაში, თუ საბოლოო და ხუთივე მოდულის ტესტებში გამსვლელ ქულებს აიღებთ.

ფინალური ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში, სერტიფიკატი გადმოგზავნილია თქვენს ელ. ფოსტაზე, მის ჩამოსატვირთად გთხოვთ შეამოწმოთ თქვენი ელ. ფოსტა (მათ შორის spam/junk ფოლდერები); ტექნიკური შეცდომის შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ;

გთხოვთ, ნუ მისწერთ ან დაურეკავთ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტს ან კურსის ინსტრუქტორს იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ ტექნიკური ხასიათის კითხვები პლატფორმასთან, თქვენს ანგარიშთან ან სერტიფიკატის მიღებასთან დაკავშირებით. როგორც ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტს, ასევე ინსტრუქტორს არ აქვთ წვდომა თქვენი ანგარიშის დეტალებზე და ვერაფერს გიპასუხებთ თქვენი ქულების შესახებ. სანაცვლოდ, ტექნიკური მხარდაჭერისთვის გთხოვთ მოგვწეროთ მისამართზე: gpha.org@gmail.com